აუდიოწიგნების ჩართვა ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის არსებულ აქტივობებში სულ უფრო პოპულარული ხდება.
დაახლოებით 3 წლიდან უკვე შეგვიძლია, ბავშვებს ზღაპრების მოსმენა დავაწყებინოთ და ასაკის მიხედვით წიგნის შინაარსი უფრო გავართულოთ. გარდა იმისა, რომ აუდიოწიგნების მოსმენით ბავშვს შინაარსის უკეთ გააზრებასა და ფანტაზიის უნარის მეტად განვითარებაში ვეხმარებით, მათ არ ვზღუდავთ, თან ითამაშონ, დახატონ ან ნებისმიერი სხვა რამ გააკეთონ. ამასთან, როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, აუდიოწიგნის მშობელთან ერთად მოსმენა და შემდეგ მასზე მსჯელობა ბავშვთან დაახლოებისა და მისი განვითარებისთვის სასარგებლო ქმედებაა.
და მაინც, რატომ უნდა მოვასმენინოთ პატარა ცნობისმოყვარეებს აუდიოწიგნები?
ისინი ბავშვისთვის ძალიან მარტივია
დაწყებითი კლასების მოსწავლეების უმეტესობას, კლასგარეშე საკითხავს თამაში ურჩევნია, ამიტომ შეიძლება, მისი ასაკისთვის განკუთვნილი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები უბრალოდ „გამოტოვოს“. ჩვენ შეგვიძლია, ეს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, მარტივად გამოვასწოროთ: მანქანით მგზავრობისას ან სადილის მომზადებისას ჩავრთოთ, თან ბავშვი დავიხმაროთ და მასთან ერთად ვუსმინოთ აუდიოწიგნს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საინტერესო იქნება, თუ შემდეგ, ნაწარმოების შინაარსს ბავშვთან ერთად განვიხილავთ.
მათ კითხვითი უნარების გაუმჯობესება შეუძლიათ
ალბათ, ინტერნეტში ბევრჯერ წაგიკითხავთ შეკითხვა: კითხვა თუ მოსმენა? შეიძლება ითქვას, ორივე, რადგან ერთი მეორეს „ეხმარება“ და ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდიან. სანამ ბავშვი ნაწარმოებს უსმენს, მას შეუძლია ესა თუ ის მოქმედება წარმოიდგინოს. ამასთან, გაიუმჯობესოს ლექსიკონი, რაც კითხვით და წერით უნარებს აუმჯობესებს.
ბავშვებს მოსმენის შეყვარებაში ეხმარება
მოსმენის გარეშე საკითხის გააზრება შეუძლებელია. მოსმენის კარგი უნარი, მისი კულტურა კი ბავშვობიდან ყალიბდება. რაც უფრო მეტს ისმენს ადამიანი და შემდეგ აკეთებს დასკვნებს, დიდი ალბათობით, სამუშაოს შესრულებისას ნაკლებ შეცდომას უშვებს.
შესაბამისად, კარგია, თუ ბავშვი მოსმენის მნიშვნელობას თავიდანვე ისწავლის.
აუდიოწიგნები ბავშვს უფრო რთული წიგნების წაკითხვისთვის ამზადებს
თავდაპირველად, ბავშვი იწყებს მარტივი ზღაპრების, შემდეგ მისი ასაკისთვის განკუთვნილი ლიტერატურის მოსმენას და ნიადაგი ერთგვარად მომზადებულია იმისთვის, რომ რთულ კლასიკურ ლიტერატურას შეეჭიდოს. მას ამისთვის სიტყვების მარაგიც აქვს და შეუძლია, რთულ და ჩახლართულ შინაარსაც მიჰყვეს.
აუდიოწიგნები სამომავლოდ დროის დაზოგვაში დაეხმარება
როცა ბავშვობიდან ხარ შეჩვეული კონკრეტულ აქტივობას, ზრდასრულს აღარ გიჭირს მისი გამეორება. ზრასრულები დროის არქონის გამო ხშირად ვუსმენთ აუდიოწიგნებს, ბავშვი კი უკვე შეჩვეული იქნება და როცა კონკრეტული ნაწარმოების გაცნობის სურვილი ექნება, ამისთვის სამედაცინოს ან მეგობრებთან ვიზიტს აღარ გადადებს.
ირჩევენ თუ არა მშობლები აუდიოწიგნებს?
Berkeley Parents Network-ზე უცხოელი მშობლების არაერთ რეკომენდაციას გაეცნობით აუდიოწიგნებთან დაკავშირებით.
რეკომენდაციები ძირითდად, დადებითია. მშობლები ამბობენ, რომ აუდიოწიგნებმა მათ შვილებს მოსმენა, კითხვა, ლიტერატურა შეაყვარა.
„ჩემი ქალიშვილი შეყვარებულია აუდიოწიგნებზე. 4 წელია, მათი მოსმენის გარეშე არ იძინებს. ახლა „ჰარი პოტერის“ მოსმენითაა დაკავებული. შეუძლია, ისინი მთელი დასვენების დღეეების გარეშე ისმინოს. ეს მისთვის ერთგვარი ჰობია. ვფიქრობ, სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემის ყურებას, რომელიც ბავშვისთვის სულაც არაა შემეცნებითი, აუდიოწიგნების მოსმენა სჯობს“, - წერს ერთ-ერთი მათგანი.
მშობლების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ რაც უფრო მეტ ნაწარმოებს ისმენენ ბავშვები, მეტად აქვთ წიგნებთან ურთიერთობის სურვილი.
რაც შეეხება საქართველოს მაგალითს, ჩვენს ქვეყანაში აუდიოწიგნები ჯერ კიდევ სიახლეა. აუდიოწიგნების პირველი ქართული პლატფორმა gudabooks.ge-ც ნელ-ნელა ხდება პოპულარული როგორც უფროსებში, ისე ბავშვებში, თუმცა სავარაუდოა, რომ ის ჩვენთანაც ისე დამკვიდრდება, როგორც ევროპასა და ამერიკაშია მიღებული.
იმისათვის, რომ ისარგელოთ აუდიოწიგნებით, უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე gudabooks.ge და ჩამოტვირთოთ აპლიკაცია „გუდა“.
დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე: https://www.gudabooks.ge/instruqcia/