ბავშვის დაბადებისთანავე იწყება განსაკუთრებული საზრუნავი იმაზე, თუ რომელი საფენია უკეთესი, რომელი ბრენდის მოვლის საშუალებები გამოვიყენოთ. ხელოვნური კვება კი ამ ყველაფერში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. არჩევა მარტივი ნამდვილად არ არის. თუმცა ამ საკითხს თავს ვერც ერთი მშობელი არიდებს.
ახლა გთავაზობთ რჩევებს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ საბავშვო პროდუქციის არჩევისას:
პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბავშვისთვის დედის რძე შეუცვლელია. თუმცა თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ძალიან ყურადღებით შეარჩიეთ პროდუქცია, რომელსაც თქვენს პატარას მისცემთ. ბრენდი უნდა იყოს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე და საერთაშორისო დონეზე ცნობილი. ბავშვთა კვებაში, ეს იქნება რძე, ფაფა თუ ხილფაფა, არ უნდა შედიოდეს მავნე ქიმიური დანამატები, პალმის ან სხვა მცენარეული ცხიმები. მცენარეული ცხიმი ორგანიზმისთვის და განსაკუთრებით, პატარასთვის, მავნებელია. ბავშვის საკვები არ უნდა შეიცავდეს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს. კოლოფზე უნდა იყოს მითითებული, რომ მთლიანად პროდუქტი არ შეიცავს გმო-ს და არა მხოლოდ მისი რომელიმე ცალკეული კომპონენტი. NAN ბავშვთა კვებაში ერთ–ერთი განსაკუთრებული ბრენდია, რომელიც გარანტირებულ ხარისხსს გთავზობთ. NAN-ისა და სხვა ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი კი შეგიძიათ ონლაინ შეიძინოთ order24.ge–ზე და კურიერი შეკვეთა სასურველ ადგილზე მოგართმევთ.
შამპუნი, დასაბანი გელი, დამატენიანებელი, ზეთი, საფენის ქვეშ წასასმელი კრემი – ეს და კიდევ არაერთი პროდუქტი სჭირდება თქვენს პატარას, რომ მისი კანი მოვლილი და ჯანმრთელი იყოს. ბავშვთა მოვლის საშუალებების შეძენისას აუცილებლად უნდა გაეცნოთ მის შემადგენლობას. შემადგენლობაში შემავალმა გარკვეულმა ნივთიერებებმა შეიძლება ალერგია და გაღიზიანება გამოიწვიოს. ბავშვის კანი ზრდასრულის კანზე უფრო თხელია და სწორედ ამიტომ არის საჭირო პროდუქციის შემადგენლობაზე ყურადღების განსაკუთრებული გამახვილება. ამ დროს უმჯობესია პედიატრის რეკომენდაციებს მიყვეთ და გაითვალისწინოთ თქვენს პატარასთან დაკავშირებული თითეული დეტალი. მაგალითად, მას ძალიან მშრალი კანი აქვს თუ ნორმალურად მშრალი. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს პატარასაც ისევე სჭირდება შამპუნის თმის ტიპის შესაბამისად შერჩევა, როგორც თქვენ. თუ მას ხვეული თმა აქვს, აუცილებლად იყიდეთ შამპუნი ხვეული თმისთვის. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ონლაინ შეიძინოთ ჯონსონს ბეიბი შამპუნი ძლიერი კულულები.
საფენის ხარისხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. არასწორად შერჩეულმა საფენმა შეიძლება გამოწვიოს გაღიზიანება, სიწითლე, დამწვრობა, დერმატიტი. ეს კი პატარასთვის ძალიან გამაღიზიანებელი და შემაწუხებელია. შეიძლება ვერც წარმოგიდგენიათ, მაგრამ არასწორად შერჩეული საფენით გამოწვეულმა პრობლემებმა შეიძლება თქვენი პატარას არაერთი უძილო ღამეც კი გაატარებინოს. ამიტომ საფენის შეძენისას დეტალურად გაარკვიეთ ნატურალური მასალისგან არის თუ არა ის დამზადებული, კარგად ატარებს თუ არა ჰაერს. საფენის ერთ–ერთი საუკეთესო ბრენდი, რომელიც საქართველოში შეგიძლიათ შეიძინოთ არის ჰაგისი. მისი order24.ge–ზე შეძენის შემთხვევაში კი სახლიდან გასვლაც არ არის საჭირო.