21-ე საუკუნეში ყველაფერი შესაძლებელია. 41 წლის ქალმა ტყუპი ვაჟი გააჩინა 10-წლიანი შუალედით.
მის ვონგი, ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში 2009 წელს მივიდა კლინიკაში - ძალიან უნდოდა დედობა და ხელოვნური განაყოფიერების მეთოდი სცადა. მის საშვილოსნოში მხოლოდ ერთი განაყოფიერებული ემბრიონი გადასვეს, დანარჩენები კი გაყინეს. მაშინ, 2009 წელს, ქალმა ვაჟი გააჩინა და ლულუ დაარქვა.
ბიჭი გაიზარდა და სულ უფრო ხშირად თხოვდა დედას ძმას ან დას. ვონგმა ისევ მიმართა კლინიკას და მეორედ გაუკეთეს ინვიტრო განაყოფიერება, გაყინული ემბრიონის გამოყენებით. ასე დაიბადა 16 ივნისს ლულუს ძმა ტონტონი, რომელიც სინამდვილეში მისი ტყუპისცალია.
ორივე ძმა ერთნაირი წონისა დაიბადა - 3,4 კგ.