ანჯელინა ჯოლიმ ჟურნალ "ვოგს" მისცა ინტერვიუ და სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. მათ შორის - ბრედ პიტთან დაშორებაზეც.
აღნიშნა, რომ მათ სახლში სიტყვები "შვილად აყვანა" ან "ობოლთა თავშესაფარი" არ არის ნეგატიური ელფერით დატვირთული. თავის შვილობილებს უამბობს ორსულობაზეც და იმაზეც, თუ რა სიყვარულით ეძებდა თავის არაბიოლოგიურ შვილებს და რა იგრძნო, როცა მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნება დამრთეს, ვიყო მათი დედა", - ამბობს ჯოლი.
რაც შეეხება ბრედ პიტთან დაშორების მიზეზებს, ჯოლიმ აღნიშნა: "მე დავშორდი მას ჩემი ოჯახის კეთილდღეობისთვის. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მე დღესაც ბავშვების ბედნიერებაზე ვარ კონცენტრირებული. ზოგიერთმა ადამიანმა ისარგებლა ჩემი სიჩუმით და ბავშვებმა ბევრი სიცრუე წაიკითხეს მედიაში თავიანთ თავზე, მაგრამ მე ვახსენებ ხოლმე ხშირად, რომ მთავარია, მათ იციან სიმართლე. საერთოდ, ჩემი შვილები - ეს რის ექვსი ძალიან მამაცი და ძლიერი ახალგაზრდა ადამიანი".
შეგახსენებთ, ჯოლი და პიტი 2016 წელს დაშორდნენ ორწლიანი ქორწინებისა და თითქმის 10-წლიანი ურთიერთობების შემდეგ.