გასულ კვირას "მასტერშეფს" გამოეთიშა ნინი სტურუა, რომელიც მარტო იდგა აუთსაიდერებში და ამან თავად მისი უკმაყოფილებაც გამოიწვია და ბევრი მაყურებლისაც.
ორი შვილის დედა, სპორტსმენი ნინი, რომლის მეუღლეც ასევე სპორტსმენია - მორაგბე, ფეისბუქზე გამოეხმაურა ამ ფაქტს:
"ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის! ვგიჟდები თქვენზე. მაინც გავხსნი ჩემს რესტორანს! სადაც გპირდებით, რომ არ იქნება ხორცის დესერტი.
ეს იყოს მემორად, ყოველთვის რომ გავიხსენო, როდესაც წარმატებული მზარეული ვიქნები წლების შემდეგ.
ვგიჟდები შრომაზე და ვსწავლობ ძალიან ბევრს. ამისთვის მადლობა "მასტერშეფს", რადგან გავაგრძელებ ისევ მუშაობას, უფრო მოტივირებული.
პ.ს. 1 წელია რაც ხახვისა და მწვანილის ჭამა დავიწყე და დიახ, არ ვიცი ბებიაჩემის კერძები, რადგან მთელი ბავშვობა და საერთოდ, 26 წლამდე ცალკე მიკეთებდა საჭმელს უხახვოდ, უმწვანილოდ, უცხიმოდ. და კიდევ დიახ, ასეთი ამაყი გამზარდეს მშობლებმა ბავშვობაში. ბევრი წარუმატებლობა მქონდა სპორტშიც და მაინც ბოლომდე "მაიძულებდნენ" ბოლომდე დავრჩენილიყავი ის, რაც ვარ და მებრძოლა ყოველთვის. ქმარზე არ დავწერ არაფერს, რადგან მინდა ყველას გყავდეთ ეგეთი მოტივაცია ადამიანი ცხოვრებაში".