4-დღიანი ძებნის შემდეგ ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მყვინთავებმა წყალში იპოვეს.
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი "მთავარ არხთან" საუბარში აღნიშნავს, რომ გიორგის არ უყვარდა წვეულებზე სიარული და არც დრო ჰქონდა ამისთვის, რადგან სპორტით და ფეხბურთით იყო დაკავებული.
"ყველა შეშფოთებულია და განიცდის ამ დიდ ტრაგედიას. საუკეთესო ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ძალიან ზრდილი, ნიჭიერი ფეხბურთელი გამოაკლდა ქვეყანას, ჩვენს გუნდს, მის ოჯახს, ჩვენი კლუბი არის ოჯახივით შეკრული და თითოეულ მათ წევრს, როგორც შვილებს ისე ვზრდით.
ტარიელ ხიჩიკაშვილის ინფორმაციით, დაბადების დღეზე არ ყოფილან კლუბის წევრი სხვა ფეხბურთელები და მან არ იცის მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები.
"მოქმედი ფეხბურთელი იყო, მხოლოდ გიორგი, ისიც იყო დაპატიჟებული, დანარჩენი დეტალები არ ვიცი და ამაზე შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები მუშაობენ და ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ. ახლა მიმდინარეობს სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტიზა გვეტყვის რა იყო ამ ფატალური შემთხვევის მიზეზი. ის, რომ დაძაბულობა იყო და დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის, ეს იცით და ამას მოჰყვა ეს უბედურება. ბუნებრივია, უამრავი შეკითხვა არსებობს და მე იმედი მაქვს, ყველაფერს გაეცემა პასუხი. კლუბიდან დაკითხვაზე ამ ეტაპზე დაბარებული არავინ არის, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გუნდის არც ერთი წევრი იქ არ ყოფილა. გიორგი დაბადების დღეზე დაპატიჟეს და ამიტომ მოხვდა იქ, იგი იშვიათად ესწრებოდა ასეთ წვეულებებს... მოგეხსენებათ, ახლა რა მდგომარეობაა, მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდებმა დაიწყეს შეკრება, სხვებს ჰქონდათ თავისუფალი დრო და თავს უფლება მისცა მისთვის საბედისწერო წვეულებაზე მისულიყო, მას არ უყვარდა წვეულებებზე სიარული და არც დრო ჰქონდა ამისთვის, მის დღის წესრიგს შეადგენდა ფეხბურთი და სპორტი", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. იხილეთ სრულად