ბანკირმა სერგეი პუგაჩოვმა, რომელიც შევიწროების გამო წლების წინ გაიქცა რუსეთიდან, საკუთარ საიტზე რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილების ბავშვობის ფოტოები გამოაქვეყნა.
ფოტოებზე პუტინის გოგონები და პუგაჩოვის ვაჟები არიან ასახულნი, რომლებიც ერთ დროს მშობლების მსგავსად მეგობრობდნენ. ფოტოების ნაწილი პუგაჩოვების სახლში, ნაწილი კი კრემლშია გადაღებული.
"ბავშვური მეგობრობა - მარადიულია! ალექსანდრ და ვიქტორ პუგაჩოვები, კატერინა და მარია პუტინები, 2000-იანი წლები" - წერს ფოტოებზე ბიზნესმენი.
წინა ხაზში კატერინა და მარია პუტინები
პუტინის შვილების შესახებ ინფორმაცია რუსეთში მკაცრად გასაიდუმლოებულია, სხვადასხვა წყაროების თანახმად, ისინი შეცვლილი გვარებით ცხოვრობენ - კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა.
მინიმუმ 15 წლის წინანდელ ფოტოებზე ასახული თინეიჯერები, ნამდვილად გვანან იმ ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც დღეს რუსული მედია პუტინის ქალიშვილებად მოიხსენიებს. მედიის ცნობით, ტიხონოვა და ვორონცოვა რუსეთის პირველი პირისა და მისი ყოფილი ცოლის, ლუდმილა პუტინას ქალიშვილები არიან, თუმცა, თავად პრეზიდენტი ყველა კითხვის საპასუხოდ უარყოფს მათთან ყველანაირ კავშირს. განაგრძეთ კითხვა