ყველასათვის საყვარელი და პოპულარული ქართული ბრენდი „აგროფაი“, რომელიც გამოირჩევა პროდუქციის უპრეცედენტოდ ფართო ასორტიმენტით, ნედლეულის უმაღლესი ხარისხით და მაღალტექნოლოგიური შეფუთვით, გვთავაზაობს მრავალი სახეობის ჩირეულს, რომლითაც შეძლებთ გაახალისოთ და ჯანსაღი გახადოთ თქვენი შვილების და თქვენი დღის რაციონი.
ტკბილეული გუნება-განწყობასა და მეხსიერებას აუმჯობესებს, ტვინის მოქმედებას ააქტიურებს. ბავშვისა და მოზარდის ორგანიზს განსაკუთრებული ენერგია სჭირდება, რისი მთავარი წყაროც გლუკოზაა. ამ ნივთიერების წყარო კი, შაქრის შემცველი პროდუქტები, ტკბილეულია. ისინი ტვინში ბედნიერების ჰორმონების ენდორფინისა და სეროტონინის გამომუშავებასაც უწყობენ ხელს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ყოველდღიურად გარკვეული რაოდენობის ტკბილეულის მიღება.
მეცნიერებიცა და პედიატრებიც თანხმდებიან, რომ ტკბილეულის მიღება ბავშვისთვის სასარგებლოა. თუმცა ამ დროს აუცილებელია ორი ფაქტორის გათვალისწინება: ტკბილეულის სახეობა და რაოდენობა. არსებობს შედარებით უწყინარი ტკბილეული, როგორცაა ჩირი. შოკოლადი ყველაზე არასასრგებლო ტკბილეულის სიაში შედის, თუმცა მისი სრული აკრძალვაც არ არის სწორი. 1 წლიდან ასაკის ბავშვს შეიძლება მისცეთ თეთრი შოკოლადი, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით. რადგან მაღალკალორიულია და საკვებად ნაკლებღირებული, მისი მიღება იწვევს სიმსუქნეს და კარიესს. შავი შოკოლადი შაქართან ერთად შეიცავს კოფეინსაც, რაც ბავშვთა ასაკში მიუღებელია.
ზოგადად, არაჯანსაღი ტკბილეული იწვევს მადის დაქვეითებას, კარიესს, სიმსუქნეს. ტკბილი საკვები კუჭისა და ნაწლავების, გულისა და სისხლძარღვების მუშაობას არღვევს. ამასთან, ძნელად მოსანელებელი პროდუქტია. შაქარი ნეგატიურ გავლენას ახდებს პირველ რიგში კბილების მდგომარეობაზე. სარძევე კბილების ემალი ჯერ ძალიან თხელია, ამიტომ ბავშვის კბილის სტრუქტურაში ტოქსინები მარტივად ხვდება. ეს კი კარიესის წარმოქმნას იწვევს.
ტკბილეულის ყველაზე სასარგებლო სახეობა არის გამომშრალი ხილი ანუ ჩირი. გარდა იმისა, რომ ჩირით არანაჯანსაღი ტკბილეულის ჩანაცვლებას შეძლებთ და არაერთ პრობლემას აირიდებთ თავიდან, უამრავ სარგებელსაც მიიღებთ. ზოგადად, გამომშრალი ხილი ვიტამინებისა და მინერალების დიდ ნაწილს ინარჩუნებს და ისეთივე სასარგებლოა ორგანიზმისთვის, როგორც ახალი.
ჩირი ნებისმიერი ხილით კეთდება და თითოეულს თავისი სასარგებლო თვისებები აქვს. არსებობს განსაკუთრებულად სასარგებლო სახეობებიც, როგორიცაა: გარგრის ჩირი, ქლიავის ჩირი, ლეღვის ჩირი, ქიშმიში, ალუბლის ჩირი.
შავი ქლიავის ჩირი შესანიშნავი საშუალებაა ყაბზობის დროს, არეგულირებს კუჭნაწლავის მოქმედებას და შეიცავს არაერთ სასარგებლო ფერმენტს.
ქიშმიში სასარგებლოა განურჩევლად ყველასთვის. განსაკუთრებით კი ღია ფერის. ის დიდი რაოდენობით ფოსფორს და კალიუმს შეიცავს. განსაკუთრებული ნივთიერების წყალობით ძალიან სასარგებლოა კბილებისთვის და ერთადერთია ჩირებიდან, რომელიც კარიესის პროვოცირებას ხელს არ უწყობს.
ალუბლის ჩირი ყურადღების კონცენტრაციაში დაგეხმარებათ.
ფინიკი დიდი რაოდენობით ვიტამინ B5-ს შეიცავს. სწორედ ეს ვიტამინი უზრუნველყოფს ფრჩხილებისა და თმების სიჯანსაღეს. ძალიან კარგია თავის ტკივილისა და გაციების დროს. ზამთარში ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ბავშვისთვის. ფინიკს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ხსნის მტკივნეულ შეგრძნებებს, ამაღლებს სეროტონინს.
ჩირეული შეიგიძლიათ ბავშვს მისცეთ დესერტად. თუმცა ის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვებში. მაგალითად, ჩირები ძალიან უხდება ფაფებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ღვეზელებშიც. ღვეზელისთვის ყველაზე ოპტიმალური შავი ქლიავის ჩირია. ჩირი საუკეთესოა კექსებისა და სხვა სახის ტკბილეულის ცხობაში. სხვადასხვა სახეობის ჩირით შეგიძლიათ მოამზადოთ კომპოტები და წვენებიც.
გარგრის ჩირი - გულის წამალია. მასში ბევრი კალიუმი და ანტიოქსიდანტებია, ორგანიზმიდან მავნე ქოლესტერინს გამოდევნის. სასარგებლოა დიაბეტის დროს.