სახელი, გვარი: ნანიკო ხაზარაძე.
ასაკი: 47 წლის.
განათლება: აქვს 3 დიპლომი - მსახიობის, მხატვრისა და ლინგვისტის.
ამჟამინდელი საქმიანობა: ტელე-რადიოწამყვანობა.
განტვირთვის საუკეთესო საშუალება: ჩუმად ჯდომა.
ცხოვრების დევიზი: "ყველაფერი არის კარგად".
- რომელი მავნე ჩვევის დაძლევას ცდილობთ?
- სიგარეტის მოწევას თავი დავანებე. ახლა ჭარბ წონას ვებრძვი: შეიძლება, არ მეტყობა (ალბათ ძალიან გამხდარი ვიყავი), მაგრამ 8 კილოგრამი მოვიმატე... ჭამა ძალიან მიყვარს.
- რომელი საკვები პროდუქტია თქვენს მაცივარში ყოველთვის?
- კვერცხი.
- ფიქრობთ, რომ თქვენი შვილისთვის სამაგალითო დედა ხართ?
- არა მგონია, რომ სამაგალითო ვარ, თუმცა მგონი, ცუდი დედაც არ ვარ.
- თქვენ და თქვენს შვილს რა 3 საერთო თვისება გახასიათებთ?
- პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა და გულწრფელობა.
- თქვენს საყვარელ ფილმში რომელ მსახიობს ჩაანაცვლებდით?
- დროსთან ერთად, ჩემი საყვარელი ფილმები სულ იცვლება. საერთოდ, ერთი ამოჩემებული ცხოვრებაში არაფერი მაქვს... არავის ჩავანაცვლებდი - ფილმის ყურება და ამით ტკბობა მიყვარს. არასოდეს ვფიქრობ, რომ ვინმეს ნაცვლად, იქ მე ვიყო...
- საკვებთან დაკავშირებული რომელი ფარული საფრთხის შესახებ შეიტყვეთ გადაცემაზე - "საიმედო რეკომენდაცია" მუშაობისას, რამაც ძალიან გაგაკვირვათ?
- მაგალითად, ის შევიტყვე, რომ 1 ჭიქა გაზიან სასმელში 11 კოვზი შაქარია, რამაც ძალიან დამაბნია, გამაოცა... გაზიანი სასმელების დიდი მოყვარული არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, არასოდეს დავლევ.
- ბოლოს როდის იტირეთ?
- სამსახურში კონფლიქტი მქონდა, რასაც ჩემი ცრემლები მოჰყვა, ოღონდ - დაახლოებით ერთი წლის წინ.
- გრძელი თმის ნოსტალგია დაგუფლებიათ?
- არასოდეს და ეჭვი მაქვს, არც დამეუფლება, რადგან მოკლე თმა ისეთი კომფორტულია (მიმაჩნია, ძალიან მიხდება კიდეც), რომ არა მგონია, გრძელი ვარცხნილობის ნოსტალგია გამიჩნდეს.
- ყველაზე ხშირად, მეუღლე რის გამო გსაყვედურობთ?
- ხმა ამოიღეო (იცინის). საერთოდ, ჩუმად ყოფნის მოყვარული ვარ. ხანდახან, სახლში ეს ჩუმად ყოფნა ძალიან მიგრძელდება. მსაყვედურობს, - ხმა ამოიღე, მე რომ არ გელაპარაკო, საერთოდ არ ილაპარაკებო. მთავარი პრობლემა ეს არის.
განაგრძეთ კითხვა