ტუჩების გაკერვა - ახალი საშიში ტრენდი
ტუჩების გაკერვა - ახალი საშიში ტრენდი
ბოლო წლების განმავლობაში არაერთი გამაოგნებელი პლასტიკური პროცედურა გახდა პოპულარული და მოდური. ადამიანები გარეგნული სრულყოფილების დევნაში ათასნაირ სიახლეს იგონებენ და პლასტიკური ქირურგების დიდი ნაწილიც სიხარულით ჰყვება მათ ამ ახირებებში.
ამჯერად ახალი ტრენდია მსოფლიოში - ტუჩების „გაკერვა“. ოპერაციის მიზანი ტუჩების მოცულობის შემცირება და ფორმის შეცვლაა, თითქოსდა, უფრო ბუნებრივი ფორმის მიცემა. თუ ადრე ტუჩების გადიდება იყო უფრო მოდური, ახლა ცდილობენ, უფრო ბუნებრივი იერი მიანიჭონ და ძირითადად ისინი იკეთებენ ამ ოპერაციას, ვინც მანამდე ტუჩები გაიდიდა ან ფიქრობს, რომ ბუნებრივად დიდი ტუჩები აქვს და ცოტა
შემცირება უნდა.
mshoblebi
ოპერაციის დროს ქირურგი ტუჩის კანის ნაწილს ჭიმავს და ნაკერების ქვეშ აქცევს. ტუჩი პატარავდება და ახალი კონტური მიეცემა. ზოგიერთი პაციენტი იმასაც ითხოვს, რომ ზედა ტუჩის ცენტრში ისე გაიკეროს, დარჩეს სივრცე და დახურული ტუჩების შემთხვევაშიც იქმნებოდეს ეფექტი, თითქოს პირი ოდნავ ღიაა.
mshoblebi
პროცედურა 40 წუთი გრძელდება და ადგილობრივი ნარკოზით კეთდება. ფასი 500 დოლარიდან იწყება.
პროცედურა მტკივნეული და უსიამოვნოა და არც ის არის ჯერ ცნობილი, რა შედეგები მოჰყვება. თუმცა სამწუხაროდ, ამაზე ნაკლებად ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც „სრულყოფილი სილამაზის“ დევნაში არაერთ ოპერაციას იკეთებენ და ხშირად ფიზიკურ სიმახინჯემდე ან სრულ ფიზიკურ განადგურებამდეც კი მისულან, რისი არაერთი მაგალითი არსებობს.
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
5190
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ლალუკა
0
გაიგეს უკვე საქართთველოშ?
09:53 / 27-06-2020
ira
0
რა სისულელეა
18:52 / 26-06-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი