"ცუდი ნიშანია, რომ ქალაქში, ცოფი გამოჩნდა... ქუჩაში ე.წ. მაწანწალა ძაღლები არ უნდა დადიოდნენ" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები - მშობლები

"ცუდი ნიშანია, რომ ქალაქში, ცოფი გამოჩნდა... ქუჩაში ე.წ. მაწანწალა ძაღლები არ უნდა დადიოდნენ" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები

2020-06-25 18:00:18+04:00

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ უც­ნო­ბი ძაღ­ლის მიერ გა­კაწ­ვრის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თონ შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ მა­შინ უნდა აიც­რას, როცა ის და­ი­კ­ბი­ნე­ბა ან და­ი­დორ­ბლე­ბა უც­ნო­ბი ცხო­ვე­ლის მიერ. ამას­თან, რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ცო­ფის ვაქ­ცი­ნას, წი­ნას­წარ, პრე­ვენ­ცი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ აქვს.

მი­სი­ვე თქმით, სა­ჭი­როა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის აცრა და ეს კულ­ტუ­რა უნდა და­ი­ნერ­გოს ქვე­ყა­ნა­ში.

„ცოფი არის ერ­თა­დერ­თი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც 100%-ით არის სა­სიკ­ვდი­ლო. ჯერ­ჯე­რო­ბით, კა­ცობ­რი­ო­ბამ ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ვერც ერთი წა­მა­ლი ვერ გა­მო­ი­გო­ნა. ცოფი თუ გან­ვი­თარ­და ადა­მი­ან­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რა­ფერს ვერ უშ­ვე­ლით. ამი­ტომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი აღ­მო­ჩე­ნა, რაც კა­ცობ­რი­ო­ბის და მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ა­ში არის, არის ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შექ­მნა. ცოფი უკვე აღარ აწუ­ხებს ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს, ცოფი აწუ­ხებს გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებს. ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგით. 2014 წელს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ აცრა მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლე­ბი და ყო­ველ­წლი­უ­რად საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თან­ხა იხარ­ჯე­ბა ე.წ. პოს­ტექ­სპო­ზი­ცი­ურ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე. ანუ როცა დაკ­ბენს, გა­კაწ­რავს ნე­ბის­მი­ე­რი ძაღ­ლი ადა­მი­ანს, ხდე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცია ადა­მი­ა­ნის. 2015, 2016, 2017- ეს სამი წელი ცო­ფის შემ­თხვე­ვა ადა­მი­ან­ში არ გვქო­ნია და ეს იყო ძა­ლი­ან დიდი მიღ­წე­ვა. 2018 წელს იყო 2 შემ­თხვე­ვა, აქე­დან ერთი იყო ჩვენ მიერ არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ი­დან, რის შემ­დე­გაც აფხა­ზეთს ჩვენ ვაქ­ცი­ნე­ბით და­ვეხ­მა­რეთ და 2019 წელს ერთი შემ­თხვე­ვა გვქონ­და, ისიც არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ი­დან.

წელს ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს ადა­მი­ან­ში ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბი, მაგ­რამ ცუდი ნი­შა­ნია, რაც გა­მოჩ­ნდა რომ ქა­ლაქ­ში, ძაღ­ლებ­ში გა­მოჩ­ნდა ცოფი. მე ბევ­რჯერ მო­ვუ­წო­დე და კი­დევ მო­ვუ­წო­დებთ ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს, მა­წან­წა­ლა ძაღ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ გა­აქ­ტი­უ­როს კვლე­ვე­ბი და აც­რე­ბი. ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ უც­ნო­ბი ძაღ­ლის მიერ გა­კაწ­ვრის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თონ შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. ყვე­ლა­ზე მეტი აცრა მო­დის ხოლ­მე პატ­რო­ნი­ან ძაღ­ლებ­ზე. სა­ჭი­როა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის აცრა და ეს კულ­ტუ­რა უნდა და­ი­ნერ­გოს ქვე­ყა­ნა­ში," - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ცო­ფის აცრა არ არის ისე­თი აცრა, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ უნდა გა­კეთ­დეს მეტი ეფექ­ტი­ა­ნო­ბის­თვის.

„პრე­ვენ­ცი­უ­ლად ცო­ფის წი­ნა­აღ­მდეგ ის ადა­მი­ა­ნე­ბი იც­რე­ბი­ან, რო­მელ­თაც მუდ­მი­ვად აქვთ ცხო­ვე­ლებ­თან შე­ხე­ბა. მა­გა­ლი­თად ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მო­ნა­დი­რე­ე­ბი და ა.შ. უნდა აიც­რას ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ მა­შინ, როცა ის და­ი­კ­ბი­ნე­ბა ან და­ი­დორ­ბლე­ბა უც­ნო­ბი ცხო­ვე­ლის მიერ. ამას­თან, ად­გი­ლობ­რივ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­მა ად­გი­ლობ­რივ ძაღ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა გა­აძ­ლი­ე­რონ შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. არ­სე­ბობს იზო­ლა­ტო­რე­ბი ძაღ­ლე­ბის, სა­დაც ამ მა­წან­წა­ლა ძაღ­ლებს უვ­ლი­ან და ქუ­ჩა­ში ე.წ. მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბი არ უნდა და­დი­ოდ­ნენ, იმი­ტომ, რომ ისი­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ში­შე­ბი არი­ან. ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­საც ძაღ­ლე­ბი ჰყავთ, არ უნდა გა­მო­იყ­ვა­ნონ ისი­ნი პი­რის დამ­ცა­ვის გა­რე­შე. არ უნდა გა­ვა­ღი­ზი­ა­ნოთ ძაღ­ლე­ბი. ძაღ­ლი სა­ში­შია მხო­ლოდ მა­შინ თუ და­უ­ზი­ა­ნა ადა­მი­ანს კანი," - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.