"მადლობა მთელ საქართველოს გვერდში დგომისათვის" - წერს ანი შაქარაშვილი, რომლის ძმის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებამ სრულიად საქართველო შეძრა.
გიორგი შაქარაშვილი დღეს დაკრძალეს. მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და საზოგადოებას დიდი იმედი აქვს, რომ გამოძიება ობიექტური და ეფექტური იქნება და დამნაშავეები აუცილებლად გამოვლინდებიან და დაისჯებიან.