"გისამძიმრებთ... თქვენ უფრო ადრე დაგიკარგავთ შვილები და ვერ მიმხვდარხართ... უფრო ის მგონია, რომ ყველამ ყველაფერი იმ ღამესვე იცოდით, იცით და დუმხართ"
"გისამძიმრებთ... თქვენ უფრო ადრე დაგიკარგავთ შვილები და ვერ მიმხვდარხართ... უფრო ის მგონია, რომ ყველამ ყველაფერი იმ ღამესვე იცოდით, იცით და დუმხართ"
ჟურნალისტი და მრავალშვილიანი დედა ნანა აკობიძე საჯარო პოსტს ავრცელებს იმ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა:

"დღეს დაკრძალეს დაბადების დღეზე წასული 19 წლის ბიჭი.
მოკლეს, მოაკვლევინეს, აიძულეს, მომკვდარიყო - მხოლოდ იურიდიულად აქვს ამ დეფინიციებს მნიშვნელობა.
მშობლისთვის ალბათ ახლა მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, ისეთი ვერსია გამოიკვეთოს, რომლითაც დადასტურდება, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი და მის შვილს სიკვდილის წინ ძალიან არ ტკენია, არ გამწარებულა...

სამი ბიჭი მყავს, სხვადასხვა ასაკის. დადიან და წავლენ დაბადების დღეებზე, მათ შორის ნაქირავებ სახლებშიც; ჩემი სახლიც რამდენჯერ
დამითმია უფროსი ბიჭისთვის და მისი მეგობრებისთვის, მამამისი კი ეზოში, მანქანაში მჯდარა დილამდე, ისე, რომ მათ არც გაუგიათ.

მაგრამ ძალიან ნათელია, რომ რაღაც ასაკის მერე მამა და დედა ვერ გაყვებიან შვილებს დაბადების დღეებზე და ამაზე არაა პოსტი. პოსტი იმაზეა, შვილი რომ დაბრუნდება წვეულებიდან, სადაც წუხელ დიდი ჩხუბი მოხდა და თვითონ თუ არ გეტყვის, შენით რომ ვერაფერს შეატყობ სახეზე, ქცევაზე, ხასიათზე...

იმ საბედისწერო დაბადების დღეზე მყოფი გოგოების და ბიჭების, მათ შორის იუბილარის ქალბატონო დედებო, დიდი ალბათობით, ამ ასაკის ახალგაზრდები ჩვენთან ცალკე არ ცხოვრობენ და სახლში რომ მოგივიდათ ნაჩხუბარი და დასტრესილი შვილები, დავიჯერო, ვერაფერი შეატყვეთ? ჩემი
შვილი ახლა შორსაა, მესინჯერით ვკონტაქტობთ და ხო- ს რომ მომწერს, უკვე ვხვდები, როგორ ხასიათზეა და თქვენ? დავიჯერო, ასე გაქვთ დაკარგული ემოციური კავშირი შვილებთან??

თუ ასეა, მაშინ თქვენც გისამძიმრებთ იმ ანგელოზივით ბიჭის მშობლებთან ერთად - თქვენ უფრო ადრე დაგიკარგავთ შვილები და ვერ მიმხვდარხართ.
მაგრამ, სამწუხაროდ, უფრო ის მგონია, რომ ყველამ ყველაფერი იმ ღამესვე იცოდით, იცით და დუმხართ.
ამასაც გისამძიმრებთ!"
24729
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (15)
ნანა აკობიძე
0
გიორგი შაქარაშვილის საქმესთან (საქმე - რა შეუფერებელი სიტყვაა ამ ტრაგედიასთან! ) დაკავშირებით: ორი კვირის მერე უფრო მეტი ეჭვი და კითხვის ნიშანია, ვიდრე - პასუხი და სიცხადე; 1. ოქროს მოწმეები ბრინჯაოდ იქცნენ და ბრინჯივით დაბნეულები იძლევიან და ცვლიან ჩვენებებს - ადვოკატებიანად; 2. ცხედრის ექსპერტიზამ ზოგი ვერსიით დაადასტურა, რომ სიცოცხლისდროინდელია დაზიანებები, ზოგი ვერსიით - ვერაფერი ვერ დაადასტურა(!); 3. გამოსაჩენ ადგილზე დადებული ჩანთა თურმე საგამოძიებო ექსპერიმენტისას აღმოუჩენიათ, “შემთხვევით“ - ე.წ. ოქროს მოწმე რომ გაიყვანეს შემთხვევის ადგილზე - მაშინ; 4. ბიჭს ფეხზე არ ცმია და ეს დეტალი ცხედრის დათვალიერებისას არც მიუჩნევიათ ოქმში შეტანის „ღირსად;“ 5. ფოტოგრაფი, ასევე ოქროს მოწმე ბიჭი, რომელსაც კამერიდან ფოტო და ვიდეო მასალა საეჭვოდ წაუშლია, ძალოვანი უწყების თანამშრომლის მამიდაშვილი აღმოჩნდა და ამ ფაქტმა ისეთ კონტექსტში გაიჟღერა, თავის მხრივ გააჩინა შეკითხვები; 6. ფოტოგრაფის წამოსაყვანად მისული პატრულის ავტომანქანა მის მიერ 112-ში დარეკილი ზარის გამო კი არა, პერსონალურად ბიჭის წამოსაყვანად გაგზავნილი ყოფილა; 7. სატელეფონო ზარების ხანგრძლივობები და დროები აცდენაშია მოწმეების (გიორგის მეგობრებისვე) მონათხრობებთან; 8. გამომძიებლების კომპეტენცია - დასმული, უფრო სწორად, დაუსმელი შეკითხვების მიხედვით, საეჭვოა (თუ სხვა მიზეზები არაა); 9. წვეულების მასპინძელი გოგონა ამ დრომდე არ გამოკითხულა საქმესთან დაკავშირებით - თუ არ ვცდები, დღეს მივიდა, ოღონდ - მაბულინგებენო - ამ მიზეზით; 10. ოჯახის ნათესავი, შაქარაშვილის ბიძა და ნიკა გვარამია ამასობაში ძალიან ცუდად (და მთლიანობაში - გაუგებარი მიზეზით ) ეტაკნენ ერთმანეთს - ნამდვილად არასასიამოვნო მოსასმენ-წასაკითხი იყო მათი გაპაექრება და ერთმანეთზე რაღაცეების წამოძახებები. ამ ფონზე: ვიღაცამ ძალიან უნდა იყოჩაღოს - ალბათ ჟურნალისტები იქნებიან ეს „ვიღაცები“, ვინც ძალიან გაბედულად და მწყობრად უნდა იმუშაონ და არც მოისვენონ და არც მოასვენონ არავინ ამ საქმის ირგვლივ. როგორც ვხედავ, საქმეზე - ჩვენებებზე, მნიშვნელოვან დეტალებზე ჯერჯერობით თავისუფალი წვდომა აქვთ და „მიმდინარეობს გამოძიება“-თი არ იცილებენ თავიდან, რაც კარგია. ვაზიარებ ჩემს ფბ-პოსტს, რომელიც ძალიან სწორ, შესაფერის პლატფორმაზე გაზიარდა: მშობლები.გე. მიუხ. იმისა, რომ ჟურნალისტად ვარ ნახსენები და კომენტარებშიც ჩანს, რომ ზოგმა როგორც ჟურნალისტის პოზიცია, ისე აღიქვა, ხაზს ვუსვამ, რომ ეს ჩემი, როგორც მშობლის პოზიციაა, რომელიც არ შემცვლია დღემდე. დღევანდელი პოსტიც, უბრალოდ, ამ საქმის ირგვლივ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემით და დაინტერესებული რიგითი მოქალაქის პოზიციაა. ჟურნალისტებს კი მართლა ბევრი აქვთ ამ თემაზე სამუშაო - მინდა, ძალიან ვიამაყო მათით!
23:56 / 06-07-2020
მაი
3
რას ფიქრობთ ახლა დაჯდებოდნენ და წვრილად მოყვებოდნენ რაც მოხდა? ცოდოა იუბილარიც და მისი მშობლების, ისედაც ყოფნით სტრესი, რომც შეეტყოთ შვილისთვის უხასიათობა მოუყვებიოდა? ასე ხელაღებით ნურავის ვადანაშაულებთ, ყველა დასტრესილები ვართ და ნუღარ დავუმატებთ კიდევ ერთმანეთს
22:59 / 29-06-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი