ცნობილი ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი, რომელიც სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეხმარება, ამჯერად 14 წლის ბიჭზე წერს, რომელიც მძიმე შრომას ეწევა. გტავაზობთ მის პოსტს:
"ეს ბავშვი არის ნამდვილი გმირი. 14 წლისაა და კახეთში დღიურ მუშად მუშაობს მიწის დამუშავებაზე, იმისთვის, რომ საღამოს სახლში პური მიიტანოს. სახლში ჰყავს უნარშეზღუდული, ფსიქიკური პრობლემებით და-ძმა და ასევე უნარშეზღუდული დედა. მათთვის მუშაობს, რომ ზოგჯერ მაინც ჰქონდეთ საჭმელი. ნუგო ქვია და მაგარი ბიჭია, მაგრამ ძალიან უჭირს არსებობა. ბავშვებს ტანზე ჩასაცმელიც არაფერი აქვთ და სახლში მართლა საშინელება ხდება.
თბილისის შემდეგ, დავიწყეთ საჭმელის დარიგება კახეთში და ვეხმარებით ადამიანებს, რომლებიც მართლა ყოველ დღეს შიმშილობენ. გაჩერებულია სამუშაოები და ადამიანებმა შვილებს რა აჭამონ, მართლა არ იციან. ძალიან ბევრი ოჯახია ასე და ჩვენც სათითაოდ მივალთ ყველგან, რომ სანამ ეს დამპალი პანდემია დამთავრდება, უბრალოდ საჭმელი მაინც ჰქონდეთ ბავშვებს და მოხუცებს, რომლებსაც, ბევრს მომკითხავიც კი აღარ ჰყავს.
კახეთში ვართ და ვეხმარებით ყველას, რამდენსაც შევძლებთ და რამდენის საშუალებაც გვექნება. მოგვეხმარეთ, რა, ვისაც რა შეგიძლიათ, მშიერი და ავადმყოფი ბავშვების ყურებაზე საშინელება საერთოდ არაფერი არ არსებობს. ვისაც პირადად ნახვა გნებავთ, ოჯახების მისამართებზე, დამირეკეთ ჩემს ნომერზე, ინფოში მიწერია. ვინც მიცნობთ, მოგვეხმარეთ რითიც შეძლებთ, ნუგოსთვის და სხვა ბავშვებისთვის. გაგვივრცელეთ ეს ამბავი რა, რაც შეიძლება ბევრგან უნდა მივიდეთ.
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
#GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
#GE90TB7603845061100016
თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"
PayPal - Sinjikashvili@gmail.com
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili