მთელი წლის განმავლობაში ვაგროვებთ წიგნების ჩამონათვალს, რომლის წაკითხვაც გვინდა, თუმცა გადატვირთული რეჟიმის გამო, ვერ ვახერხებთ, საბოლოოდ კი ამის დრო ზაფხულში დგება, როცა შეგვიძლია, მზესთან ერთად, საინტერესო ნაწარმოებებსაც მივეფიცხოთ.
წელიწადის ეს დრო საუკეთესოა მხატვრულ ლიტერატურაზე მეტად კონცენტრირებისთვის. ეს ერთგვარი „ინტელექტუალური დასვენების“ ფორმაცაა.
სასურველი წიგნები შეგვიძლია არათუ წავიკითხოთ, არამედ აგარაკზე წასვლისას გზად, ჰამაკში, პლაჟზე, აუზსა თუ მთაში მოვისმინოთ კიდეც და დავტკბეთ სასიამოვნო გარემოთი და ლიტერატურის შედევრებით.
იმისათვის, რომ შერჩეულმა წიგნმა იმედი არ გაგიცრუოთ, ჩვენ 10-წიგნიანი ჩამონათვალი გაგიკეთეთ, რომელიც შთაბეჭდილებას აუცილებლად მოახდენს. აი, წიგნები, რომელთაც ამ ზაფხულს უნდა „მივეფიცხოთ“:
რომანი გამოცემისთანავე იქცა კრიტიკის მსხვერპლად და 1961-1982 წლებში აკრძალულ წიგნად ითვლებოდა. რომანი მოგვითხრობს 16 წლის ჰოლდენ კოლფილდზე, რომელიც სასწავლებლიდან გარიცხეს და სახლში ბრუნდება. ჰოლდენი ფიქრობს, რომ ის უკვე გადაიჩეხა იმ უფსკრულიდან, რომელიც ჭვავის ყანაში იყო ჩამალული. მაგრამ მას სურს, რომ სხვები მაინც გადაარჩინოს. იდგეს უფსკრულის პირას და უყუროს ბავშვებს, რომლებიც თავისთვის თამაშობენ, ხოლო როცა მათ გადავარდნის საფრთხე დაემუქრებათ, გადაარჩინოს ისინი.
სიუჟეტი ვითარდება მთავარი გმირის როდიონ რასკოლნიკოვის ირგვლივ, რომლის გონებაშიც მწიფდება დანაშაულის თეორია. რასკოლნიკოვი მოხუცი მევახშის მოკვლას გადაწყვეტს, თუმცა იძულებული გახდება მოკლას მოწმეც — მისი და. მაგრამ რასკოლნიკოვისთვის შეუძლებელი ხდება ისარგებლოს ნაქურდალით. ამის შემდეგ იწყება დამნაშავის საშინელი ცხოვრება.
წიგნის მთავარი მამოძრავებელი ძალა სიყვარულია ანუ მისტერია, რომელიც უსასრულოდ გრძელდება.
თურქი მწერალი ქალის ელიფ შაფაქის რომანში მთავარი გმირი ელი რუბენშტეინი, 40 წლამდე მშვენიერი ცოლი და დედა იყო. ის მშვიდად და აუღელვებლად ცხოვრობდა. შვილების წამოზრდის შემდეგ ელი გადაწყვეტს, რომ პროფესია გაიხსენოს და მუშაობას ერთ-ერთ გამომცემლობაში იწყებს. პერსონაჟს ხელში ჩაუვარდება უცნობი ავტორის ხელნაწერი, რომელიც მის ცხოვრებას მთლაინად ცვლის. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება.
წიგნში მოთხრობილი ამბავი ავღანეთში ვითარდება. ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრას ავტორი მშვიდობიანი ცხოვრების დასასრულის დასაწყისს უწოდებს. მოგვიანებით ერთი უბედურება მეორეთი იცვლება. თალიბანი ავღანელებისთვის კიდევ უფრო სასტიკი მტერი აღმოჩნდა, ვიდრე საბჭოთა კავშირი. განუკითხაობა, სექსუალური ძალადობა, ობოლი ბავშვები, მათხოვრებით მოფენილი ქუჩები – ასეთია ავტორის მიერ დახატული ავღანეთი.
ახლა კი ტრილოგიის მესამე ნაწილი გამოიცა. იარების საბოლოოდ მოსაშუშებლად და თავისი გზის დამოუკიდებლად საპოვნელად ლუისა ნიუ-იორკში, მილიონერი წყვილის ოჯახში სამუშაოდ გადადის. საინტერესოა, როგორ დასრულდება მისი ისტორია?
დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.
შეუძლებელია, წიგნის გმირები არ შეგიყვარდეთ.