"დარწმუნებული ვართ მოკლულია... ან ცემაში შემოაკვდათ და ჩააგდეს წყალში, ან მანქანით გაიტანეს" - შაქარაშვილის მეგობარი შემთხვევის ღამის ვერსიებზე
"დარწმუნებული ვართ მოკლულია... ან ცემაში შემოაკვდათ და ჩააგდეს წყალში, ან მანქანით გაიტანეს" - შაქარაშვილის მეგობარი შემთხვევის ღამის ვერსიებზე
გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად სულ უფრო მეტი კი­თხვის ნი­შა­ნი ჩნდე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა საქ­მე­ზე და­ა­კა­ვეს 17 პირი, მათ ბრა­ლი ედე­ბათ ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­სა და ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლია, დამ­ნა­შა­ვე­თა წრე გა­ი­ზარ­დოს.

გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ახლო მე­გო­ბა­რი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სა­ბე­დის­წე­რო წვე­უ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე დე­ტალ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა ისურ­ვა, ამი­ტომ მის ვი­ნა­ო­ბას არ ვა­სა­ხე­ლებთ.

- მე და გი­ორ­გი და­ბა­დე­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ო­დით. ვი­ყა­ვით უბ­ნე­ლე­ბი, ბა­ღე­ლე­ბი და
კლა­სე­ლე­ბი. ჩემ­ზე კარ­გად მას ცოტა თუ იც­ნობ­და... უკონ­ფლიქ­ტო, მხი­ა­რუ­ლი და უზო­მოდ მო­სიყ­ვა­რუ­ლე იყო. არა­სო­დეს არა­ვის­თან უჩხუ­ბია და მის­გან ელე­მენ­ტა­რუ­ლი წყე­ნაც არა­ვის გვახ­სოვს.

მისი ოჯა­ხი და ჩვენც, ახ­ლობ­ლე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ მოკ­ლუ­ლია. ის წყალ­ში არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­დახ­ტე­ბო­და, ვერც გა­და­ვარ­დე­ბო­და ისე, რომ წყლის ხმა არ გა­ე­გო.
რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ებს, რამ­დე­ნი­მეს გან­ვი­ხი­ლავთ. ერ­თია, რომ ცე­მა­ში შე­მო­აკ­ვდათ და შემ­დეგ და­მალ­ვის მიზ­ნით ჩა­აგ­დეს წყალ­ში, ხოლო მე­ო­რე ვერ­სი­ით, შე­იძ­ლე­ბა მან­ქა­ნით გა­ი­ტა­ნეს. ბევ­რი მო­ტე­ხი­ლო­ბა აქვს სხე­ულ­ზე.

ამ­დე­ნი ერ­თმა­ნე­თის­თვის უც­ნო­ბი ახალ­გაზ­რდა რომ არ შეკ­რე­ბი­ლი­ყო ერ­თად, ალ­ბათ ეს ტრა­გე­დია არ მოხ­დე­ბო­და. ის გოგო, ვისი და­ბა­დე­ბის დღეც იყო, დამ­ნა­შა­ვე იმა­შია, რომ
მის­თვის სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი და­პა­ტი­ჟა და­ბა­დე­ბის დღე­ზე. რო­გორც ვიცი, სრულ­წლო­ვა­ნი გახ­და, 18 წლის და ერთი მე­გო­ბა­რი რომ და­პა­ტი­ჟა, უთ­ქვამს ვინც გინ­და მო­იყ­ვა­ნეო. იმა­ნაც მი­იყ­ვა­ნა ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო ბიჭი. გიოც არ მე­გობ­რობ­და იუ­ბი­ლარ­თან, უბ­რა­ლოდ ნაც­ნო­ბე­ბი იყ­ვნენ და მე­გობ­რის მეშ­ვე­ო­ბით აღ­მოჩ­ნდა წვე­უ­ლე­ბა­ზე.

ვერ­სია, თით­ქოს ჩხუ­ბი გო­გოს გამო მოხ­და, ტყუ­ი­ლია. სა­დღეგ­რძე­ლო­ში ნათ­ქვამ ერთ სი­ტყვას მოჰ­ყვა ყვე­ლა­ფე­რი თურ­მე" - გვიყ­ვე­ბა შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი 19 წლის გო­გო­ნა. განაგრძეთ კითხვა
23517
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი