თქვენზე არც თუ ისე დიდი ვარ, მაგრამ მაინც წინა თაობას ვეკუთვნი ალბათ...
ჩვენც ვაწყობდით წვეულებებს.
ჩვენც ვჩხუბობდით.
ჩემს დროსაც ჩხუბობდნენ ბიჭები, გოგოს გამო, ჩხუბობდნენ ბურთის გამო, სტადიონის გამო, არჩევანი არადანის გამო.
ჩხუბობდნენ ერთი უბნელები მეორესთან, ერთი კლასი პარალელურ კლასთან, "სასტავი" - "სასტავთან", ერთი სოფლელები მეორე სოფლელებთან...
იშველიებდნენ კიდეც დიდ ბიჭებს საქმეში გასარკვევად
და რა ხდებოდა იცით?! მოდიოდნენ ეს დიდი ბიჭები ორივე მხარეს უსმენდნენ, მერე ეტყოდნენ - გადაეხვიეთ ახლა ერთმანეთს და შერიგდითო!
გესმით? ყოველგვარი რკინის და დანის გარეშე.
დიდი დიდი დამნაშავეს ერთი ლაწანი მოხვედროდა მარტო და ყველა ჩხუბი ასე მთავრდებოდა: ბოლო - ბოლო ქართველები ვართ, ბიჭო.
მახსოვს, ერთხელ ჩემი კლასის ბიჭებმა პარალელური კლასის ბიჭებთან იჩხუბეს, არავითარი დანა, ქვა და რკინა - მხოლოდ მუშტი.
დამეთანხმებიან ჩემი ასაკის ადამიანები, რომ მუშტის გარდა სხვა რამის გამოყენება "ტეხავდა"...
სირცხვილი იყო უბრალოდ.
ხომ გასაგებია.
და თანაც იქ, იმ სუფრაზე სადაც გოგოები ვიყავით, ჩხუბს როგორ ატეხავდნენ ბიჭები?!
გოგოები არიან - და ამით მთავრდებოდა ყველა მცდელობა ჩხუბის დასაწყებად.
ახლა თქვენზე, როგორ გაცივდა თქვენი გული ისე, რომ ერთმანეთს აღარ უსმენთ და პირდაპირ დანას უყრით ერთმანეთს?!
არასოდეს დამავიწყდება სარალიძის ექიმი.
კაცი გაოგნებული იყო, მსგავსი სისასტიკე ამ ასაკში ვერაფრით წარმომიდგენიაო.
ასეთ მხეცებს როგორ იძახებთ ჩხუბში, რომლებიც რკინებით მოდიან პატარა ბიჭების საცემად.
როდის დავუშვით დედებმა თქვენს აღზრდაში შეცდომა, როდის გავზარდეთ თქვენში მხეცები ადამიანების ნაცვლად?!
რა გჭირთ, ბავშვებო, რა?!
დინა მირცხულავა