თინა კანდელაკმა მიხეილ სააკაშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა - "საქმე ჩხუბამდე მივიდა..."
ცოტა ხნის წინ, რუსეთში მცხოვრებმა ტელეწამყვანმა, ბლოგერმა და ბიზნესმენმა თინა კანდელაკმა მონაწილეობა მიიღო YouTube შოუში, რომელსაც "მეგობრები" ჰქვია. მან მაყურებელს პირადი ისტორიები გაუზიარა. მათ შორის - საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებაც.

თინა კანდელაკის თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მის მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინა და შეავიწროვა. საბოლოო ჯამში კი, მას გადამწყვეტ ნაბიჯებზე წასვლა მოუწია.

mshoblebi

"კლასიკური ამბავი მაქვს, როდესაც სააკაშვილი ჩემს შევიწროებას ცდილობდა. ეს უკვე ზრდასრულ ასაკში მოხდა. მაგრამ, ეს ხომ მე ვარ საკუთარი ტემპერამენტით. საქმე ჩხუბამდე მივიდა. მტკიცედ ვუთხარი "თავი დამანებე და დამსვი ადგილზე, შე წყეულო",
- თქვა თინამ.

"საშინელი სკანდალი იყო. მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში არ მიშვებდნენ. ის ჩემს შეშინებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. მგონია, რომ თავად უფროა შეშინებული", - თქვა თინა კანდელაკმა.
კანდელაკმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ არაერთხელ გამხდარა შევიწროების მსხვერპლი მამაკაცების მხრიდან. ერთხელ ტაქსიდანაც კი გადაიყვანეს. მისი თქმით, ასეთ დროს მთავარი იარაღი ყვირილი, შეტევა და სიმტკიცეა.

როდესაც ის ასე იქცევა, მამაკაცები "გიჟს" ეძახიან და ვერ რისკავენ მასთან ურთიერთობას. თუმცა, თინა ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლება თავი დააღწიოს მათ.

mshoblebi
გასათვალისწინებელია, რომ ბოლო რამდენიმე წელია ყველასთვის ცნობილი ადამიანები სხვებს უყვებიან საკუთარ ისტორიებს იმაზე, თუ როგორ ავიწროებდნენ
მამაკაცები. დაზარალებული გოგონების უკვე გასაჯაროებული ისტორიები კი ხშირად იქამდე მიდის, რომ საკმაოდ გავლენიან ადამიანებსაც კი უშვებენ თანამდებობიდან იმის გამო, რომ ქალები მათ ძალადობაში ადანაშაულებენ.
18139
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (26)
:::::::::
0
ქალთა ძალადობისგან დაცვაზეც თუ შერჩევითი სამართალი ვრცელდებოდა არ მეგონა
12:41 / 29-06-2020
ელ
2
ვინმესთვის ახალი ამბავია ეხლა მიშას ავხორცობა? :)))
10:46 / 29-06-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი