მამა პეტრე ბაბუა გახდა: "ბავშვის სახელი უცნაურად ჟღერს... მგო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვის ჰქვია"
მამა პეტრე ბაბუა გახდა: "ბავშვის სახელი უცნაურად ჟღერს... მგო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვის ჰქვია"
მამა პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია ორი თვის წინ ბა­ბუა გახ­და. მა­მა­ოს უფ­როს შვილს მა­რი­ამს ვაჟი შე­ე­ძი­ნა. ექ­ვსი შვი­ლის მამა ამ­ბობს, რომ ამ მოვ­ლე­ნის­თვის მზად არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა თა­ვი­სი ემო­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად AMBEBI.GE-სთან ისა­უბ­რა და ბავ­შვის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი გაგ­ვიმ­ხი­ლა:

- მამა პეტ­რე, გა­ვი­გეთ, რომ ბა­ბუა გახ­დით...


- დიახ, მარ­თა­ლია. ჩემ­თვის ეს იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ ცოტა მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა, რომ ასეთ პა­ტა­რა ასაკ­ში ბა­ბუა ვიყო. ჩვე­ნი ბიჭი უკვე ორი თვი­საა. მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი ვი­ყა­ვი ამ მოვ­ლე­ნის­თვის. მარ­თა­ლია, ჩვენ ოჯახ­ში ბავ­შვე­ბის სიმ­რავ­ლე სი­ახ­ლე არ არის, მაგ­რამ ამ­ჯე­რად
ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნე­ბაა, რა­საც მე მორ­ჩი­ლე­ბით მივ­ყვე­ბი. რო­დე­საც ახალ სი­ცო­ცხლე­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იქ შენი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი წინა პლან­ზე წა­მო­წიო. ახა­ლი სი­ცო­ცხლე დიდ სი­ხა­რულ­თან და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თით­ქოს ჩვენ ოჯახ­ში პა­ტა­რა ბავ­შვის გაზ­რდის ეტა­პი დამ­თავ­რდა და შეს­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დი გვქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და ახლა უკვე შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მეწ­ვე­ვი­ან.

ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქ­ტია, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტიც მაქვს, შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­თან არ მქონ­დეს რე­სურ­სი, რომ ეს გა­მოწ­ვე­ვა ღირ­სე­უ­ლად მი­ვი­ღო, მაგ­რამ მი­წევს ამ ფერ­ხულ­ში ჩაბ­მა. ახა­ლი სი­ცო­ცხლეა ჩვენ ოჯახ­ში, ახა­ლი ადა­მი­ა­ნი, ის გაჩ­ნდა და ღირ­სე­უ­ლად უნდა აღი­ზარ­დოს. კარ­გი ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს, ჩემი პრინ­ცი­პიც ეს არის. თუმ­ცა ჩემი ასა­კი­დან
გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გი­თხრა, ბა­ბუ­ო­ბის­თვის არ ვარ მზად, ტყუ­ი­ლია, რად­გან ში­ნა­გა­ნად ამის­თვის არა­სო­დეს ვიქ­ნე­ბი მზად. ბა­ბუ­ო­ბის მო­მენ­ტი ჩემს თავ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის. მე ვარ მამა პეტ­რე და შვი­ლის­თვი­საც მამა პეტ­რე უნდა ვიყო, შვი­ლიშ­ვი­ლის­თვი­საც და შვილ­თა შვი­ლის­თვი­საც.

- სა­ხე­ლი რა და­არ­ქვით?


- სა­ხე­ლი მა­რი­ა­მის არ­ჩე­ვა­ნი იყო - ზუ... ცოტა უც­ნა­უ­რად ჟღერს, რო­გორც ამ­ბობს, ზუკო ავა­ტა­რი­დან... ალ­ბათ გახ­სოვთ ჯე­მალ ქარჩხა­ძის ბრწყინ­ვა­ლე ნა­წარ­მო­ე­ბი „იგი“ - იქ არი­ან პერ­სო­ნა­ჟე­ბი ზუ და ნი... სა­ხე­ლი კი არ აკე­თილ­შო­ბი­ლებს ადა­მი­ანს, არა­მედ ადა­მი­ა­ნი აკე­თილ­შო­ბი­ლებს მას. ამი­ტომ ვუ­სურ­ვებ ჩვილ ზუ-ს, რომ ის იყოს იმ­დე­ნად ღირ­სე­უ­ლი და მა­გა­რი ადა­მი­ა­ნი, რომ ბევ­რმა სა­კუ­თარ შვილს და­არ­ქვას ზუ.

67893
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
1
1
ეს გოგო როდის გათხოვდა არ გამიგია
11:28 / 29-06-2020
ნაირა
5
მიხარია ახალი სიცოცხლის შემატება რათქმაუნდა რაც არ უნდა დაარქვან იმის მიუხედავათ, მშობლების გადასაწყვეტია. მაგრამ არამგონია რომელიმე განვითარბული სახელმწიფოს რომლეიმე პრესა ასე დასდევდეს მამაოს ყველა გადადგმულ ნაბიჯს. რავიცი ღმერთმა ყველას გადმოგვხედოს წყალობით
22:14 / 27-06-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი