- დიახ, მართალია. ჩემთვის ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ცოტა მეუხერხულება, რომ ასეთ პატარა ასაკში ბაბუა ვიყო. ჩვენი ბიჭი უკვე ორი თვისაა. მოუმზადებელი ვიყავი ამ მოვლენისთვის. მართალია, ჩვენ ოჯახში ბავშვების სიმრავლე სიახლე არ არის, მაგრამ ამჯერად ყველაფერი ღვთის ნებაა, რასაც მე მორჩილებით მივყვები. როდესაც ახალ სიცოცხლეზეა საუბარი, როგორ შეიძლება იქ შენი მოთხოვნილებები და სურვილები წინა პლანზე წამოწიო. ახალი სიცოცხლე დიდ სიხარულთან და პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. თითქოს ჩვენ ოჯახში პატარა ბავშვის გაზრდის ეტაპი დამთავრდა და შესვენების პერიოდი გვქონდა გამოცხადებული და ახლა უკვე შვილიშვილები მეწვევიან.
- სახელი მარიამის არჩევანი იყო - ზუ... ცოტა უცნაურად ჟღერს, როგორც ამბობს, ზუკო ავატარიდან... ალბათ გახსოვთ ჯემალ ქარჩხაძის ბრწყინვალე ნაწარმოები „იგი“ - იქ არიან პერსონაჟები ზუ და ნი... სახელი კი არ აკეთილშობილებს ადამიანს, არამედ ადამიანი აკეთილშობილებს მას. ამიტომ ვუსურვებ ჩვილ ზუ-ს, რომ ის იყოს იმდენად ღირსეული და მაგარი ადამიანი, რომ ბევრმა საკუთარ შვილს დაარქვას ზუ.