ყველაზე შემეცნებითი და სახალისო ზაფხული “წიგნების თაროსგან” დაწყებითი კლასების მოსწავლეებს! 20 ივლისიდან “წიგნების თაროს სკოლის” საზაფხულო ონლაინ კურსი იწყება!
საზაფხულო კურსის პროგრამა ზაფხულის სპეციფიკის გათვალისწინებითაა შედგენილი და 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შემეცნება გართობით - “წიგნების თაროს სკოლის” მთავარი პრინციპია, გაკვეთილები სხვადასხვა მულტიმედიური მასალის დახმარებით, თამაშებით და ინტერაქტიული მეთოდებით ტარდება, მოსწავლეები კი ისეთ საგნებს შეისწავლიან, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ამ ასაკის ბავშვების კომპლექსური განათლებისა და განვითარებისთვის, კერძოდ: ქართული და ინგლისური ენები, განმავითარებელი მათემატიკა, ადამიანი და სამყარო, ადამიანი და ჯანმრთელობა, საქართველოს ისტორია, ხატვა და მუსიკა.
“წიგნების თაროს სკოლა” არაფორმალური განათლების უნიკალური სივრცეა, რომლის მასწავლებლებიც თაროელი ახალგაზრდები, საქართველოს ყველაზე წიგნიერი და წარმატებული მოსწავლეები და სტუდენტები არიან, რომელთაც ამასთანავე, სწავლების გამოცდილებაც აქვთ. ბავშვებზე მორგებული გარემოს, სახალისო გაკვეთილების და ახალგაზრდა კეთილგანწყობილი მასწავლებლების გამო ბავშვებს თავად უხარიათ გაკვეთილებზე დასწრება.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ გაკვეთილებზე დასწრება მოსწავლეებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ, რაც საშუალებას აძლევს უცხოეთში მყოფ ბავშვებს და ემიგრანტების შვილებს, ისწავლონ ქართული ენა, საქართველოს ისტორია და იქონიონ აქტიური კავშირი საკუთარ სამშობლოსთან.
ეს ყველაფერი არ არის, ვინაიდან სკოლაში დარეგისტრირებულ თითოეულ მოსწავლეს დამატებით, საჩუქრად მსოფლიო ლიტერატურის კურსი გადაეცემა, რომელსაც “წიგნების თაროს” კრეატიული დირექტორი, მწერალი და ტელეწამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება.
აღსანიშნავია, რომ “წიგნების თაროს სკოლა” უპრეცედენტოდ ხელმისაწვდომი ონლაინ სკოლაა: ნესბიმიერი 1 საგანი, ანუ 12 გაკვეთილი 30 ლარი ღირს, სრული კურსის აღების შემთხვევაში კი, რაც 96 გაკვეთილს მოიცავს, მშობელს მხოლოდ 150 ლარის გადახდა უწევს. ადგილები შეზღუდულია.
სკოლაში რეგისტრაცია პირველი ივლისიდან იქნება შესაძლებელი მისამართზე: school.wignebistaro.ge, მანამდე კი შეგიძლიათ, დაათვალიეროთ ვებ-გვერდი, წაიკითხოთ საგნების აღწერილობები, გაიცნოთ მასწავლებლები და ნახოთ ყველა საჩუქარი და შეთავაზება, რასაც „წიგნების თაროს სკოლა“ შემეცნებით-გასართობი ზაფხულის მსურველებს სთავაზობს.
“წიგნების თაროს სკოლის” პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, გამომცემლობა “პალიტრა L” და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
X აირჩიე ქალი ხარ თუ კაცი კაცი ქალი არ მინდა იდენტიფიცირება 20 ივლისიდან „წიგნების თაროს სკოლის“ საზაფხულო ონლაინ კურსი ყველაზე პატარა მოსწავლეებისთვის იწყება!