მომღერალი ია ჩანტლაძე ტყუპის დედა გახდა - "ამ შეგრძნებებისთვის ღირს ალბათ დაბადება!"
მომღერალი ია ჩანტლაძე ტყუპის დედა გახდა - "ამ შეგრძნებებისთვის ღირს ალბათ დაბადება!"
ია ჩანტლაძე საზოგადოებამ მომღერლის რანგში გაიცნო, თუმცა შემდეგ ბიზნესში გადაინაცვლა და დღეს წარმატებული ბიზნესლედია.

მისი სიმღერა "არ მიყვარხარ" წლების წინ ტოპათეულების სათავეებს იპყრობდა, თუმცა შემდგომი საქმიანობისთვის იამ განსხვავებული სფერო აირჩია.

ბევრისთვის მოულოდნელად და საკმაოდ "ჩუმად" ია დაოჯახდა - მისი რჩეული იტალიელი ჯანკარლო მერკადანტეა. წყვილი ხან საქართველოში ცხოვრობს, ხან - იტალიაში. აქამდე სულ მოგზაურობდნენ ამ ორ ქვეყანას შორის იმის მიხედვით, საქმეს როგორ სჭირდებოდა.

ამ პანდემიისა და კორონავირუსის პირობებში, წყვილი ტყუპის მოლოდიში გახლდათ, როცა ფრენები აიკრძალა და ია საქართველოში დარჩა, მეუღლე კი
- იტალიაში.
საკმაოდ რთული იყო ეს პერიოდი ორივესთვის, თუმცა 2 დღის წინ ყველაფერი ბედნიერად დაგვირგვინდა - მომღერალი 2 შვილის დედა გახდა - საქართველოში დაიბადნენ მია და ალესანდრო მერკადანტეები.

"2020 წლის 25 ივნისი...

სამყაროში ჩემთვის ყველაზე ტკბილი "კრიმანჭული" ააჟღერეს ჩემმა შვილებმა!

ბანს მე ვაძლევდი და ზუსტად ვიცი, რომ ასე გავივლით ერთად დარჩენილ ცხოვრებას!
ამ შეგრძნებებისთვის ღირს ალბათ დაბადება!" - ასე გამოეხმაურა ახლაბედა, მაგრამ უკვე 2 შვილის დედა პატარების დაბადებას სამშობიაროდან.

თეკლა ჟვანია



1499
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი