"ფერადმა გოგომ იგრძნო, რომ ჩაქრა მისი ცხოვრების ვარსკვლავები და აღარ მოინდომა დაუნდობელ უსამართლო დედამიწაზე დარჩენა!
ვერასდროს გავიგებ, სამყარომ ასეთი კაშკაშა და კარგი ასე როგორ გაგიმეტა. ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა შენს ოჯახთან ერთად. ვერ გაძლო თქვენმა სიყვარულმა ცალ-ცალკე. მჯერა, მანდ გააგრძელებთ მარადიულ სიყვარულს თქვენს ვარსკვლავებთან ერთად", - ასე ემშვიდობებიან ახლობლები მარიანა ქორიძეს, რომელიც რამდენიმე თვე იმყოფებოდა კომაში და სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
26 იანვარს მომხდარმა შემთხვევამ მაშინ მთელი საქართველო შეძრა - ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას 33 წლის ბაქარ ბანძელაძე და მისი სამი შვილი ემსხვერპლნენ. მისი მეუღლე და ბავშვების დედა მარიანა ქორიძე კი ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფებოდა, აპარატზე შეერთებული.