19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 17 პირია დაკავებული. შემთხვევა ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეზე მოხდა, სპეციალურად წვეულებისთვის ნაქირავებ სახლში.
სამწუხაროდ, ბოლოდ დღეებში ამ გოგონას მიმართაც დიდი აგრესიაა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მისი მისამართით წყევლასა და ლანძღვას არ იშურებს და მას ადანაშაულებს ყველაფერში, სამაგიეროდ, პრობლემას ვერ ხედავენ ბიჭების სისასტიკეში, დაუნდობლობასა და სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო თანატოლის სასიკვდილოდ გამეტებაში... ამ თემას რამდენიმე, საზოგადოებისთვის ცნობილი სახე გამოეხმაურა.
დათო გორგილაძე:
"სინდისი აღარ ესინჯება ზოგიერთს, იმ გოგოს მიდგნენ (თუ შედგნენ), ვის წვეულებაზეც დაიწყო კონფლიქტი.
ამ ქვეყანაში დანაშაულის ყველა კვალი ქალამდე მიჰყავთ. ქალზე თუ იძალადებენ, საზოგადოება არ დაახანებს და კვლევა-ძიებას იწყებს ან უბრალოდ შხამივით აწვეთებს კითხვას:
"ხომ არ იმსახურებდა?"
"გამომწვევად ხომ არ ეცვა?"
"იქნებ მისცა ეჭვიანობის მიზეზი?"
მერე კი გაერიდებიან და შორიდან უყურებენ, როგორ წამლავს ეს კითხვა ბრბოს.
ამ შემთხვევაშიც ასე იქცევა ერთი ინტერნეტგამოცემა. ვიღაცის მახინჯ გონებაში დაიბადა მასალა, ვინ არის ესა და ეს გოგო, ვის დაბადების დღეზეც მოხდა ჩხუბიო. ადგა და გამოფინა ფოტოები.
და მიუგდო საჯიჯგნად ბნელეთის მოციქულებს. გოგოს ბრალდება ბიჭების მიერ "ვილკების თხრა ვენებში".
აზრზე ხართ?"
ირაკლი გაფრინდაშვილი:
"ეს ხალხი რომ მიუშვა, გოგოებს დაბადების დღის გადახდასაც აუკრძალავენ".
ბაია პატარაია:
"თუ გინდათ, რომ 19 წლის ბიჭებს გადაბრუნებული სიტყვის გამო არ კლავდნენ, მოსპეთ მაჩოიზმი (ტოქსიკური მასკულინობა); მიეცით "კაცურ ღირსებას" ადამიანური და არა მამლაყინწური შინაარსი; გაზარდეთ ბიჭები ადამიანებად და არა "კაცურ კაცებად"!
საერთოდ, გადაიაზრეთ "კაცობა". სანამ "კაცობა" ნიშნავს გაფხორილ ინდაურობას, "ვისსსაა, ბიჭჭჭო?!"-ს, უაზრო ბრექიაობას, აგრესიულობას, ძალადობას და ჩაგვრას, მანამდე კუბოში გვეყოლებიან "კაცური კაცობის" გამო დახოცილი ბიჭები.
ფემინიზმი გჭირდებათ კაცებს!
ფემინიზმი კაცებს კი არ ებრძვის, არამედ მაჩოობას და აგრესიულ მასკულინობას. კაცი ადამიანი უნდა იყოს ჯერ და არა უტვინო და აფოფრილი, უკონტროლო და აგრესიული არსება, რომელსაც რუდუნებით ეძახით "კაცურ კაცს". გადააფასეთ "კაცობის" მნიშვნელობა კაცებმა და ყველას გვეშველება."
გურამ შეროზია:
"25 წლამდე ხალხზე ბინების და აგარაკების გაქირავება უნდა ავკრძალოოთ" - წავიკითხე სადღაც.
სად იყო ბინების და აგარაკების გაქირავება, 90-იანებში ხალხმა ერთმანეთი რომ ამოხოცა "ჩემს დას სხვანაირად შეხედე", მხრის გაკვრის, რას მიყურებ ძმაო და კაი ბიჭებს რატომ არ დაეხმარე - მორალით.
ამავე ლოგიკით - ყოფილი ქმრები რომ ცოლებს ხოცავენ, ქორწინებებიც ავკრძალოთ, ყოფილი ცოლ-ქმრებიც აღარ გვეყოლებიან და აღარც ამოხოცვები? პრობლემა უფრო სათავეში უნდა ვეძებოთ...
მენტალიტეტია შესაცვლელი, ვცდილობთ ყველა ერთად ამ ხალხის ტვინების (თუ რაც აქვთ, შიგ, არ ვიცი) განათებას, დროის ამბავიცაა და თქვენც უნდა ჩაერთოთ.
დავივიწყოთ "კაცობა" და "მანდილოსნობა", ადამიანები ვიყოთ!"
თეკლა ჟვანია