"ორივე ჯოჯოხეთია, მაგრამ მკვლელი შვილის დედობა გაცილებით მეტი სასჯელია, ვიდრე მოკლული შვილის..."
"ორივე ჯოჯოხეთია, მაგრამ მკვლელი შვილის დედობა გაცილებით მეტი სასჯელია, ვიდრე მოკლული შვილის..."
პედაგოგი და მწერალი ნანა ბეკოშვილი წერს ტრაგედიაზე, რომელმაც შეძრა ქვეყანა:

"იმ უმძიმეს ტრაგედიაზე, რომელიც ამ დღეებში დატრიალდა, არაერთი გამოხმაურება და გულისტკივილი წავიკითხე. მათ შორის, ყველაზე თვალშისაცემი ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის სტატუსი იყო, რომელშიც წერდა, რომ უნდა ვაკონტროლოთ შვილების თავისუფლება! ამ სიტყვებმა გენიალური ,,ოთარაანთ ქვრივი" გამახსენა, რომელიც ყველა დროში აქტუალურია ყველა ასპექტში, ყველა თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი- დედა_შვილობის საკითხში.
ოთარაანთ ქვრივმა თავისი გიორგი მართალია, ცოტა უფრო ზრდასრული, მაგრამ სახლიდან ისე გაუშვა, რომ თან არ გაჰყოლია საკონტროლებლად, რადგან მშვენივრად იცოდა, მისი შვილი არავის მოკლავდა! მან დედისათვის უმძიმესი გადაწყვეტილება
მიიღო, აღიარა, რომ ,,მე დედა ვარ და წარმავალი, ის შვილია და მომავალი; მე მივდივარ, ის მოდის. მე ბოლოში ვარ, ის თავში. წინ ვერ ავეფარები."
გიორგი, რომელიც ისე წავიდა, რომ უკან არც კი მოუხედავს, უმამოდ, მაგრამ ნებიერად გაზრდილი შვილი იყო. ცოცხალიც რომ ჰყოლოდა მამა, ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, გაჰყოლოდა ხოლმე გიორგის თავყრილობებზე და შორიდან ეკონტროლებინა. ეს ვერც ოთარაანთ ქვრივმა შეძლო: ,,არა, შვილო! შენ გაიხარე, შენ! მე კი...მე კი... მე ჩემისად მაყურებელს თვალს დავიბრმავებ და შენისად მაყურებლით-ღა ვივლი და ვიცოცხლებ..." თუმცა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, წავიდა, გაარკვია, სად და ვისთან აპირებდა გიორგი წასვლას და ეს ნამდვილად
გიორგის სურვილით ხდებოდა თუ რაიმე ზეგავლენით.
ამ პატარა მიმოხილვით იმის თქმა მინდა, რომ ყველა უბედურების სათავე აღზრდაშია. ,,ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყმა ნახო ავად ზრდილი". გიორგიმ ბავშვობაში თავისზე დიდი ბიჭი სცემა და დედამ იგი არათუ დაგმო, გაამართლა კიდეც, რადგან ეს ცემა სუსტის დაჩაგვრის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ აქვე, ცოდვის სიმძიმესა და მადლის სიმსუბუქეს საკუთარი ცხოვრების მაგალითით უჩვენებს.

ვერა, მეგობრებო, ვერავითარი კონტროლი ვერ გვიშველის, თუ აგრესორ, მოძალადე შვილებს გავზრდით. სანამ ჩვენ შუაში ჩავუფრინდებით, დაგვასწრებენ და დანას გაუყრიან სხვის შვილს! ორივე ჯოჯოხეთია, მაგრამ მკვლელი შვილის დედობა გაცილებით მეტი სასჯელია, ვიდრე მოკლული შვილის. პრობლემა თავშია მოსაგვარებელი, თორემ 19-20 წლის გოგო-ბიჭებს შეკრებები ავუკრძალოთ, ან თუნდაც მშობლები იქ ჩამოვუსხდეთ, ცოტა გულუბრყვილობად მეჩვენება.
სწორად აღზრდა! ესაა პრობლემის სათავე და ბოლოში კონტროლი სრული აბსურდია. სწორად აღზრდა კი ჯერ საკუთარი მაგალითის ჩვენებით უნდა დავიწყოთ".

alt"გისამძიმრებთ... თქვენ უფრო ადრე დაგიკარგავთ შვილები და ვერ მიმხვდარხართ... უფრო ის მგონია, რომ ყველამ ყველაფერი იმ ღამესვე იცოდით, იცით და დუმხართ"


18584
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ირმა
1
მერე პასუხისმგებლობის თავზე აღებას სწავლება არ უნდა? სწავლება, რომელიც აღზრდის დროს ხდება და აღზრდის საუკეთესო მეთოდი საკუთარი კარგი მაგალითის მიცემაა. აბსოლუტურად ვეთანხმები ამ პედაგოგი ქალბატონის მისაზრებას. ასეთი აზროვნება რომ მიიჩნევა მცდარად, იმიტომაც ვართ ისე როგორც ვართ
03:47 / 29-06-2020
მარი
15
ოთარაანთ ქვრივთან შედარება უადგილოა, მგონი თემა, ესსე დაწერა სასკოლოდ
19:03 / 28-06-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი