ქართველი გოგონა, რომელსაც ასიათასობით გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე და ვის გარეგნობასაც სულ განიხილავენ (ფოტოები) - მშობლები

ქართველი გოგონა, რომელსაც ასიათასობით გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე და ვის გარეგნობასაც სულ განიხილავენ (ფოტოები)

2020-06-28 12:53:07+04:00

მილენა რასალიას რუსეთში ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს, ასევე უამრავი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე ამერიკიდან, თუმცა საქართველოში ნაკლებად არის ცნობილი. არადა, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინსტაგრამ-ბლოგერად ითვლება, 230 ათასზე მეტი გამომწერით და მასზე ხშირად წერენ რუსეთში.

mshoblebi

მილენა თავად ამბობს, რომ ნახევრად არის ქართველი და ნახევრად რუსი, ასევე ურევია პოლონური სისხლი. პროფესიით იურისტია, თუმცა ამ სფეროში არ უმუშავია, რადგან იურისტების ანაზღაურება არ მოსწონს. გატაცებულია ვოკალით, სწავლობს ენებს (ფლობს ქართულ, რუსულ, გერმანულ და ესპანურ ენებს) და ასევე დაკავებულია საბრძოლო ხელოვნებით. თუმცა მისი ყველაზე დიდი გატაცება ვიზაჟია - თავად ისწავლა ეს საქმე და საკუთარ გარეგნობაზე უამრავ ვიზაჟურ ექსპერიმენტს ატარებს, პარიკების და ლინზების დახმარებით - ხან ქერა საბედისწერო ქალია, ხან - წითური, ხან - მალეფისენტია, ხან - ყინულის დედოფალი და ა.შ.

mshoblebi

ცნობილია, როგორც ბლოგერი თოჯინას გარეგნობით. ამბობს, რომ ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული (ტრავმის გამო) და ტუჩები აქვს გადიდებული, თუმცა როდესაც მის ბავშვობის ფოტოებს უყურებენ, კრიტიკოსები ამბობენ, რომ სხვა ოპერაციებიც ექნება გაკეთებული.

mshoblebi

მილენას ქმარი წარმატებული ბიზნესმენია, რომელიც მხარში უდგას და მის ყველა ახირებას ასრულებს. მილენა ამბობს, რომ ტრადიციული ქართული ქორწილი ჰქონდა და ქორწინებამდე ქმართან ფიზიკური სიახლოვეც არ ჰქონია, ტრადიციების თანახმად.

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

altროგორ ჩხუბობდა მიმი შელია ქართველობის გამო და რა გეგმები აქვს ირინა შეიკის ქართველ ორეულს