გერმანელი მეცნიერი 30 წლის განმავლობაში ბავშვებს აღსაზრდელად პედოფილებთან გზავნიდა - გამაოგნებელი ექსპერიმენტი, რომელიც ახლა გახმაურდა
გერმანელი მეცნიერი 30 წლის განმავლობაში ბავშვებს აღსაზრდელად პედოფილებთან გზავნიდა - გამაოგნებელი ექსპერიმენტი, რომელიც ახლა გახმაურდა
სამწუხაროდ, განვითარებულ და ინტელექტუალურ საზოგადოებაშიც კი ჩნდებიან ხოლმე მაღალგანვითარებული ადამიანები, რომლებიც გაცილებით დიდ საფრთხეს უქმნიან ამ საზოგადოებას და ხშირად თითქოსდა კაცობრიობის საკეთილდღეოდ, მედიცინის თუ მეცნიერების სასარგებლოდ თუ უბრალოდ, საკუთარი გამაოგნებელი იდეებისა და თეორიების დასადასტურებლად, საზარელ ექსპერიმენტებს ატარებენ. ხშირად ამ ექსპერიმენტების მსხვერპლნი ყველაზე უსუსური არსებები - ბავშვები ხდებიან. ისტორიას ასეთი არაერთი შემთხვევა ახსოვს. კიდევ ერთი დაუჯერებელი ამბავი სულ ახლახან გაცხადდა.
მართლა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ 50 წლის წინ გერმანიაში სერიოზულად განიხილავდნენ ბავშვებსა და უფროსებს შორის სქესობრივი კავშირის დეკრიმინალიზაციას. სექსოლოგი ჰელმუტ კენტლერი ორგანიზატორი
იყო იმ გამაოგნებელი ექსპერიმენტის, რომელიც 30 წელი გაგრძელდა და რომლის შესახებ ახლა იგებს საზოგადოება...

ცნობისათვის, კრიმინალური სტატისტიკის თანახმად, გერმანიაში ყოველდღე 40 ბავშვია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მაჩვენებელი ნულამდე შემცირდეს.

მაგალითად, 2005 წელს ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკის სექსუალური მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა კლაუს ბაიერმა შექმნა პროექტი სახელწოდებით "ნუ იქნები მოძალადე". ეს იყო მსოფლიოში პირველი პროექტი პედოფილებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ჩადენილი დანაშაული. მკაცრი ანონიმურობის გარანტიით, ფსიქიატრები დახმარებას უწევდნენ იმ მამაკაცებს, რომლებსაც პედოფილური მიდრეკილებები ჰქონდათ. 
"მხოლოდ იმ პაციენტებს ვიღებთ, რომლებსაც საკუთარი ქცევის შეცვლა სურთ, სინანულის განცდა აქვთ და ჩვენგან დახმარებას ელიან", - ამბობდა ბაიერი.

1960-იან წლებში გერმანიაში სექსუალური რევოლუცია დაიწყო. 1969 წელს
გაუქმდა 175-ე პარაგრაფი, რაც გულისხმობდა, რომ 21 წელზე მეტი ასაკის პირებს თავისუფლად შეეძლოთ ჰომოსექსუალური ურთიერთობები (1973 წელს ასაკი 18 წლამდე შემცირდა). ამავდროულად, დაიწყეს დისკუსია თემაზე, დასაშვებია თუ არა უფროსებსა და არასრულწლოვნებს შორის სექსუალური ურთიერთობები. გასაკვირია, მაგრამ ამ მიდგომას უამრავი მომხრე გამოუჩნდა. განსაკუთრებით კი ეყრდნობოდნენ ფსიქოლოგ ფრიც ბერნარდის სიტყვებს, რომელმაც ჰოლანდიური სექსუალური ასოციაციის რეფორმების საფუძველზე დაასკვნა, რომ მსგავსი ურთიერთობები უსაფრთხოა. ის ამბობდა: "კავშირი უვნებელია, მხოლოდ "კონსესუსის" შემთხვევაში".

მსგავსი კავშირის ლეგალიზაციის ერთ-ერთი მთავარი მომხრე სოციალური პედაგოგიკის პროფესორი, ჰელმუტ კენტლერი იყო.
კენტლერს ბავშვობიდან თელოგიის შესწავლა სურდა. თუმცა, მამამისს მის მომავალთან დაკავშირებით სულ სხვა მოსაზრება ჰქონდა და ამბობდა, რომ ტექნიკური მიმართულებით უნდა მიეღო განათლება. ის მამას დაემორჩილა, მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი მოულოდნელად მიატოვა სწავლა და მთარგმნელად დაიწყო მუშაობა. შემდეგ საერთოდ დაავიწყდა საკუთარი ოცნება თეოლოგიის შესწავლასთან დაკავშირებით და ფსიქოლოგიის, მედიცინისა და ფილოსოფიის მიმართულებით დაიწყო სწავლა.

mshoblebi
ჰელმუთ კენტლერი


1960-იანი წლებისთვის კი კენტლერი უკვე საკმაოდ ცნობილი და პატივსაცემი მეცნიერი იყო. მან შეიმუშავა თეორია "ემანსიპირებული სამუშაოები მოზარდებთან". ის ამბობდა, რომ არა მხოლოდ არ უნდა შეწინააღმდეგებოდნენ მშობლები მოზარდების სურვილებს, არამედ აქტიურად განევითარებინათ კიდეც ისინი.  ამაზე წერდა დისერტაციაში "მშობლები სქესობრივ აღზრდას სწავლობენ".

ჰელმუთი დარწმუნებული იყო, რომ მშობლებს საერთოდ არ უნდა ენერვიულათ, თუ მათ შვილს ზრდასრულსა და ასაკით გაცილებით უფროს ადამიანთან ექნებოდა სქესობრივი კავშირი. ის ფიქრობდა, რომ ამ თემის ირგვლივ პანიკა, გაბრაზება და პოლიციაში წასვლა არასწორი იყო.
ჰელმუთი იყო წევრი ლობისტთა ჯგუფის, რომლებიც მასებში თესავდნენ იდეას, რომ პედიფილია არ ყოფილიყო დასჯადი. 1990-იან წლებში მათი ხელმძღვანელი ბავშვებთან სექსუალური ძალადობის ფაქტში დაადანაშაულეს, ხოლო კენტლერი ყველა ამ საქმეში, როგორც ექსპერტი, ისე მონაწილეობდა. ადვილი გამოსაცნობია, რომ არც ერთი საქმის გამოძიება არ დასრულებულა გამამტყუნებელი განაჩენით, ზუსტად პროფესორის დამსახურებით.
კენტლერი ამით ძალიან ამაყობდა და 1999 წელს გამოაცხადა კიდეც, რომ წიგნის დაწერას აპირებდა სათაურით "35 სარჩელი უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ, სადაც მე მოწმის სტატუსი მქონდა". მაგრამ წიგნი გამოუქვეყნებელი დარჩა.

mshoblebi

1970-იან წლებში კენტლერი ბერლინის პედაგოგიურ ცენტრში ასწავლიდა. ის არა მხოლოდ სიტყვიერად ავრცელებდა საკუთარ იდეებს, არამედ პრაქტიკაშიც იყენებდა.
პროფესორმა ორგანიზება გაუკეთა პროექტს, რომელშიც გამჟღავნებული იყო მისი "ნოვატორული" იდეები, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ბერლინის ქუჩებში მოხეტიალე უსახლკარო მოზარდების "რესოციალიზაცია". 1969 წლიდან კენტლერი მათ მიმღებ ოჯახებში უშვებდა. ოღონდ, იყო ერთი "მაგრამ" - ოჯახი შედგებოდა მხოლოდ მამაკაცისგან (როგორც წესი, აკადემიური წრეებიდან). უფრო მეტიც, ამ მამაკაცებიდან ზოგიერთს ადრე წაყენებული ჰქონდა ბრალდება ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური სახის დანაშაულში.
ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა, დაახლოებით 17-მდე ბავშვი, 13-დან 15 წლამდე ასაკის, მან გაგზავნა ამ ოჯახებში. ამ ბავშვებს ის გონებრივად ჩამორჩენილებად თვლიდა და პედოფილებს აძლევდა "აღსაზრდელად". მისი აზრით, ამ ადამიანების დახმარებით ბიჭები სულ მალე შეძლებდნენ საზოგადოებაში ადაპტირებას და სოციალიზაციას. ცნობილია, რომ ერთ-ერთი "მეურვე" 30 წლის განმავლობაში იღებდა ბავშვებს "აღსაზრდელად" - 1973-დან 2003 წლამდე. 
ჰელმუტმა ზუსტად იცოდა, რომ "მშვილებელი" არ იქნებოდა მხოლოდ მშობელი, თუმცა ზუსტად ამის იმედი ჰქონდა. მისი აზრით, სწორედ ასე მიიღებდნენ მოზარდები სოციალურ სტაბილურობას. 

როგორ მოახერხა კენტლერმა საშინელი ექსპერიმენტის ჩატარება მთავრობის ცხვირწინ? ყველაფერი ძალიან მარტივია: ბერლინის პედაგოგიური ცენტრი, რომელშიც ის მუშაობდა, ქალაქის სენატს ექვემდებარებოდა. ჰელმუთმა მოახერხა და მთავრობისგან ნებართვა მიიღო. უფრო მეტიც, პედოფილებს, რომლებიც ბავშვებს უვლიდნენ, სახელმწიფო ანაზღაურებას უხდიდა.

1988 წელს კენტლერმა თავისი ექსპერიმენტის პირველი შედეგები აჩვენა, რასაც "სრულყოფილი წარმატება" უწოდა. მისივე მტკიცებით, დადასტურდა მისი თეორია, რომ ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის კავშირი, თუ ეს ორმხრივი შეთანხმებით ხდებოდა, სულაც არ იყო ცუდი, პირიქით, ასეთი მოზარდები უფრო სოციალიზებულნი გახდნენ, ფინანსურად დამოუკიდებელნიც კი და თავად წარმართავდნენ საკუთარ ცხოვრებას.
1990-2000-იან წლებში კენტლერის იდეებს აკრიტიკებდნენ, მხოლოდ 2008 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს მის მიდგომებზე პოზიტიურად საუბარი. თუმცა, რა თქმა უნდა, ფართო საზოგადოებამ არ იცოდა, რომ ის ბავშვებზე ატარებდა ექსპერიმენტებს.

ამის შესახებ მოგვიანებით, 2015 წელს გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც მედიაში საკითხი არაერთხელ გაშუქდა. 2017 წელს კი გამოჩნდა ორი ბიჭი, რომლებმაც ანონიმურად მიაწოდეს მედიას ინფორმაცია იმ ექსპერიმენტის შესახებ, რასაც კენტლერი ატარებდა. პირობითად მათ მარკო და სვენი ჰქვიათ.

mshoblebi

არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ ემთხვეოდა იმ სიკეთეებს, რაზეც მეცნიერი საუბრობდა და ამბობდა, თითქოს ასეთი ბავშვები წარმატებულები ხდებოდნენ. პირიქით, ორივე სოციალური დახმარების იმედად ცხოვრობდა, ერთ-ერთი მაგთანი გამუდმებით ავადმყოფობდა, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური დარღვევები განუვითარდა, მეორესაც მსგავსი მდგომარეობა ჰქონდა, რასაც ადასტურებენ ექიმებიც.
როდესაც უკვე ზრდასრული მამაკაცები იხსენებდნენ მათი შვილად აყვანის ისტორიას, ეწყებოდათ ნერვიულობა, თვალებს ხუჭავდნენ და ცრემლებს იკავებდნენ.

მათი მშვილებელი მამის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი. ის თავად ბავშვთა სახლში გაიზარდა. 9 წლისას დაეღუპა მშობლები. მლესავად და კომუნიკაციების ექსპერტად მუშაობდა. როდესაც 6 წლის მარკო მასთან მიიყვანეს, ფრიცი 47 წლის იყო, ხოლო 8 წლის სვენის შვილებისას - 49-ის.
ძმებს სასკოლო ექსკურსიებზე არ უშვებდა, რომ რამე ზედმეტი არ წამოცდენოდათ. უკრძალავდა სახლის შესახებ რაიმე ინფორმაციის სადმე გაჟღერებაზე. ხოლო გარშემო მყოფებს მუდმივად არწმუნებდა, რომ ეს ბიჭები მატყუარები იყვნენ, დიდი წარმოსახვა ჰქონდათ და ხშირად იგონებდნენ სისულელეებს - თავს იცავდა იმ შემთხვევისთვის, თუ ბავშვებს რამე სადმე მაინც წამოცდებოდათ.

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის საავადმყოფოში უფროსმა ექიმმა მარკოს შესახებ ასეთი შეფასება დაწერა: "მას აქვს სერიოზული ფსიქოლოგიური დარღვევა, რაც სწორედ ბავშვობაში ძალადობასა და მკაცრ მოპყრობას უკავშირდება." თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბიჭი ბიოლოგიური მამისგანაც განიცდიდა ადრე ძალადობას. ინტერვიუში ისიც კი ახსენა, რომ ბიოლოგიური მამის უფრო ეშინია, ვიდრე მშვილებელის.
ასევე, ექიმმა აღნიშნა ისიც, რომ მარკოს ხშირად უქრებოდა რეალობის განცდა და თითქოს ღრუბლებში დაფრინავდა. ეს სიმპტომიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს აქვთ ხშირად...

mshoblebi

ბერლინის სენატმა უკვე განაცხადა, რომ ყველა შესაძლო ზომას იღებს კენტლერის ექსპერიმენტში ჩართული ბავშვების აღმოსაჩენად და მსგავსი ქმედების აღმოსაფხვრელად ძიება მიმდინარეობს, კენტლერის ყველა სამეცნიერო ნაშრომი და დასკვნა გადაიხედება და ყველა ის ადამიანი, რომელსაც ნებისმიერი ფორმის ზიანი მიადგა მისი ექსპერიმენტით, სახელმწიფოსგან ფულად ანაზღაურებას და ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებს.

5153
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
მაკა
0
ბრიტანეთს პედოფილი მთლად პრემიერ-მინისტრი ედვარ ჰიტი (1970-1974წწ) ჰყავდა და რა უნდა გაგიკვირდეს.
12:27 / 02-07-2020
ანნა
1
ეს მეცნიერი კი არა სადისტი ყოფილა. დასახვრეტი!
13:15 / 01-07-2020
მსგავსი სიახლეები