"გოგონებმა შევძელით ბიჭების გაშველება და გავყარეთ სახლიდან..." - რას ყვება ჩვენებაში 18 წლის გოგონა, რომლის წვეულებაზე დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა - მშობლები

"გოგონებმა შევძელით ბიჭების გაშველება და გავყარეთ სახლიდან..." - რას ყვება ჩვენებაში 18 წლის გოგონა, რომლის წვეულებაზე დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

2020-06-29 20:38:37+04:00

"ჩემს კლა­სე­ლებს და უბ­ნე­ლებს ჰქონ­დათ და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემს მე­გო­ბარ­თან საბა ჩხარ­ტიშ­ვილ­თან და გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძეს­თან, ვახო ახვლე­დი­ან­თან, ირაკ­ლი წა­ქა­ძეს­თან და ზუ­რაბ გო­გი­ნაშ­ვილ­თან. ისი­ნი ყვე­ლა სი­ტყვა­ზე ეკი­დე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს.

დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მათ ერ­თმა­ნეთ­თან ჩხუ­ბი სურ­დათ" - ეს არის ნა­წყვე­ტი 18 წლის გო­გო­ნას ჩვე­ნე­ბი­დან, რომ­ლის და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე და­წყე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ მომ­ხდარ "საქ­მის გარ­ჩე­ვას" 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა.

იუ­ბი­ლა­რის ჩვე­ნე­ბის დე­ტა­ლებს "ტვ პირ­ვე­ლი" ავ­რცე­ლებს. ანი გ. ჩვე­ნე­ბა­ში ყვე­ბა, რომ მისი წვე­უ­ლე­ბის სტუმ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ქვე­ბით და­უ­პი­რის­პირ­დნენ:

"რო­დე­საც გა­ვე­დი სახ­ლის ეზო­ში, და­ვი­ნა­ხე, რომ ჩემი მე­გობ­რე­ბი, კლა­სე­ლე­ბი და უბ­ნე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში ჩხუ­ბობ­დნენ. ვინ ვის ურტყამ­და არ დავკვირ­ვე­ბი­ვარ, ვცდი­ლობ­დი გა­მეშ­ვე­ლე­ბი­ნა. სწო­რედ გაშ­ვე­ლე­ბის დროს და­ვი­ნა­ხე, რომ ჩემს უბ­ნელ ნიკა ხე­ჩოშ­ვილს ქვა ჩა­არ­ტყა მა­ცხე­ნა მხა­რეს, შუბ­ლის ზედა ნა­წილ­ში ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, საბა ჩხარ­ტიშ­ვილ­მა. მას წა­მო­უ­ვი­და სის­ხლი.

ასე­ვე და­ვი­ნა­ხე, ეზო­ში ჩემი უბ­ნე­ლი, რო­მელ­საც სა­ხე­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ვინ სცე­მა, მე არ და­მი­ნა­ხავს, მაგ­რამ და­ნამ­დვი­ლე­ბით გე­ტყვით, რომ ძლი­ე­რად ნა­ცე­მი იყო.

გო­გო­ნებ­მა შევ­ძე­ლით ბი­ჭე­ბის გაშ­ვე­ლე­ბა და ძა­ლით გავ­ყა­რეთ სახ­ლი­დან. ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ წა­სუ­ლიყ­ვნენ ჩემი და­ბა­დე­ბის დღი­დან და აღარ მო­სუ­ლიყ­ვნენ.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი (შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, "ოქ­როს მოწ­მე"), ია­კობ ბრეგ­ვა­ძე (წვე­უ­ლე­ბის ფო­ტოგ­რა­ფი) და ვანო თე­გაშ­ვი­ლი ჩხუ­ბის დროს გა­რეთ არ გა­მო­სუ­ლან, არ ჩა­რე­უ­ლან და შიგ­ნით, სახ­ლში ქე­ი­ფობ­დნენ. მას შემ­დეგ, რაც სახ­ლში შე­ვე­დით, ვი­ყა­ვი ანერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი, ვტი­რო­დი, მე­გობ­რებ­მა შე­მომ­თა­ვა­ზეს წავ­სუ­ლი­ყა­ვი ლის­ზე, ირაკ­ლი წა­ქა­ძის აგა­რაკ­ზე და იქ გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა ქე­ი­ფი, რა­ზეც დავ­თან­ხმდი" - ყვე­ბა ჩვე­ნე­ბა­ში 18 წლის გო­გო­ნა. განაგრძეთ კითხვა