თუ ქალი შვილს აღარ გააჩენს, მას მანქანას და ყოფით ტექნიკას ჩუქნიან ინდოეთში მოსახლეობის ზრდა მაქსიმუმს აღწევს 0 ახლა ქვეყანაში 1,22 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და 2030 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობამ შეიძლება ჩინეთს გაუსწროს. ინდოეთის ხელისუფლება სხვადასხვა გზით ცდილობს მოსახლეობის სწრაფ ზრდასთან ბრძოლას. რა ხანია, დაიწყეს ოპერაციები ქალების სტერილიზაციისთვის. თუ ქალის ქმარიც ტანახმაა, რომ ოჯახმა აღარ გააჩინოს შვილები, ცოლ-ქმარს ყოფით ტექნიკას ან მანქანასაც კი ჩუქნიან. მხოლოდ ქალის სურვილის შემთხვევაში კი სტერილიზაციის ოპერაციის შემდეგ მას ფულს ჩუქნიან.
სწორედ ამგვარ მასობრივ ოპერაციებს შეეწირა რამდენიმე დღის წინ რვა ქალი – ისინი ოპერაციიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალნენ, 24 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ ერთი და იგივე ექიმმა გაუკეთა სტერილიზაციის ოპერაცია – პროცედურა ხუთ წუთს გრძელდებოდა მხოლოდ და ძიება დაადგენს, რა საბედისწერო შეცდომა დაუშვა ექიმმა.