ჩინეთში ახალი გრიპის ვირუსი აღმოაჩინეს, რომელსაც შეუძლია გლობალური დაავადება გამოიწვიოს - მშობლები

ჩინეთში ახალი გრიპის ვირუსი აღმოაჩინეს, რომელსაც შეუძლია გლობალური დაავადება გამოიწვიოს

2020-06-30 07:05:46+04:00

ჩი­ნეთ­ში მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს ახა­ლი ტი­პის ვირუ­სი, რო­მელ­საც პან­დე­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი ღო­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა ვირუსს შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბაც. მკვლე­ვა­რე­ბი ში­შო­ბენ, რომ ვირუს­მა შე­იძ­ლე­ბა, მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­დოს, ად­ვი­ლად გავ­რცელ­დეს ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე და გა­მო­იწ­ვი­ოს გლო­ბა­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბა.

მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მას "ყვე­ლა ნი­შა­ნი" აქვს, რომ ადაპ­ტირ­დეს და ადა­მი­ა­ნებ­ზე გავ­რცელ­დეს. რად­გან ვირუ­სი ახა­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბის მეტ ნა­წილს მის მი­მართ იმუ­ნი­ტე­ტი არ ექ­ნე­ბა.

ვირუ­სი, რო­მელ­საც მკვლე­ვა­რე­ბი G4EAH1N1 უწო­დე­ბენ, აზი­ა­ნებს სა­სუნ­თქ გზებს. მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, აღ­მო­ჩე­ნი­ლი ახა­ლი ვირუ­სი უკვე და­დას­ტურ­და ჩი­ნეთ­ში იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ სა­საკ­ლა­ო­ებ­სა და ხორ­ცის ქარ­ხნებ­ში.

პრო­ფე­სორ­მა კინ-ჩო ჩან­გმა, BBC-ის გა­ნუ­ცხა­და, რომ ახა­ლი ვირუ­სი ამ ეტაპ­ზე პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ მისი ინ­გო­რი­რე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, კო­რო­ნა­ვირუ­სი პან­დე­მი­ად ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ვირუ­სი მსოფ­ლი­ო­ში სწო­რედ ჩი­ნე­თი­დან, ქა­ლაქ უხა­ნი­დან გავ­რცელ­და და ისიც ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე გავ­რცე­ლე­ბის შე­დე­გია.