რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, ბექა პატურაშვილის შვილი, ერთი წლის ალექსი, რომელიც სიმსივნის უიშვიათეს ფორმას ებრძოდა გარდაიცვალა.
ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი პატარას იანვრის თვეში დაუსვეს. ის მკურნალობის ურთულეს კურსს საზღვარგარეთ გადიოდა. თუმცა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და პატარა საქართველოში დააბრუნეს.
Mshoblebi.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.