თბილისის ბავშვთა კაპელას და მის სამხატვრო ხელმძღვანელ გელა ფარჩუკიძეს ლეგენდარული "ქუინის" ცნობილი სიმღერის ამ გენიალურმა შესრულებამ არა მხოლოდ "ნიჭიერში" გამარჯვებისკენ გაუკვალა გზა, არამედ ნამდვილად მოუტანა მსოფლიო აღიარება. ამ შესრულებას ჯერ კიდევ ბავშვების პროექტში გამარჯვებამდე ჰქონდა რამდენიმე მილიონი ნახვა სოციალურ ქსელში, "იუთუბზე" თუ "ქუინის" თაყვანისმცემელთა საერთაშორისო გვერდებზე.
ახლა კი კიდევ ერთი დიდი აღიარების შესახებ წერს ბატონი გელა ფარჩუკიძე:
"გვიხარია და ვამაყობთ, რომ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული შოუს Got Talent-ის ცენტრალურმა, ანუ ამერიკულმა "უფროსობამ" (Got Talent Global) "ქუინი"-ს ქავერების საუკეთესო შემსრულებელთა რიგებში თბილისის ბავშვთა კაპელის – ქართველი ბავშვების ნამღერი შეიყვანა... ეს იგივეა, ინგლისელი ან ამერიკელი ქართული სიმღერის შემსრულებელთა საუკეთესო შვიდეულში რომ შეიყვანო.... ვულოცავ ჩემს ოჯახს – კაპელას, ჩემს პატარა პრინცესებს და პრინცებს, მათ ოჯახებს ამ აღიარებას... თბილისის ბავშვთა კაპელა ხომ ქათული პროექტია... იხარე საქართველო. QUEEN FOREVER!
დიდი მადლობა Got Talent Global-ს“.
იხილეთ საუკეთესო ქავერების ჩამონათვალი: