ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე ორსულადაა და მეორე შვილს ელოდება.
ალბათ გასაკვირი სულაც არ არის ის ფაქტი, რომ თამო პირადი ცხოვრების გარშემო ყოველთვის დიდი ინტერესია. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა შოუში საუბრობს ხოლმე საკუთარ გრძნობებზე და სიმპათიებზე, ამ დრომდე უცნობია, ვინ არის კაცი, რომელისგანაც პირველი შვილი - სოფია გააჩინა. კულუარებში საუბრობენ, რომ ის ბიზნესმენია, რომელსაც ჰყავს ოჯახი, მაგრამ ამავდროულად სრულად აქვს პასუხისმგებლობა აღებული შვილზე.
არც ისე დიდი ხნის წინ, თამომ სოციალურ ქსელში სიმპათიურ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელმაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც ჩანს, მომხიბვლელი ბიჭი, თამოს რჩეულია და მეორე შვილს სწორედ მისგან ელოდება.
ორსული მოდელი ფეხმძიმობას არ მალავს და პატარა მუცლით სოციალურ ქსელში პოზირებს.
თეკლა ჟვანია