სოფელ ყანობის ბაგა-ბაღის გამოსაშვებმა ღონისძიებამ სოციალური ქსელი აალაპარაკა - რას ჰყვება ბაგა-ბაღის დირექტორი - ვიდეო - მშობლები

სოფელ ყანობის ბაგა-ბაღის გამოსაშვებმა ღონისძიებამ სოციალური ქსელი აალაპარაკა - რას ჰყვება ბაგა-ბაღის დირექტორი - ვიდეო

2020-07-01 12:47:55+04:00

ყაზბეგის რაიონის სოფელ ყანობის საბავშვო ბაგა-ბაღი არაერთხელ მოხვდა საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში. გამორჩეეული და საინტერესო აქტივობებით აღმზრდელები პატარებს კარანტინის პირობებშიც კი ანებივრებდნენ, უფრო მეტიც, იმდენად ორიგინალურად აღნიშნეს სასწავლო წლის დასასრული, რომ სრულიად სოციალური ქსელი მათზე ალაპარაკდა.
- როგორც mshoblebi.ge -სთან საუბარში, ბაგა-ბაღის დირექტორი ლალი ფიცხელაური აღნიშნავს, ღონისძიების ბუნებაში ჩატარების იდეა ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ უკარნახათ:
- ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, ღონისძიებას ბაღის შენონაში ვერ ჩავატარებდით და გადავწყვიტეთ, გარეთ, ღია სივრცეში მოგვეწყო ბავშვების ბაღიდან გაცილება და სასწავლო წლის დასასრული.
mshoblebi
ჩვენი ღონისძიება, რადგან ბუნებაში დავგეგმეთ, აქტივობებიც შესაბამისი მოვიფიქრეთ. სპორტულ-აღმზრდელობით შეჯიბრებაში პატარებთან ერთად ჩავრთეთ მშობლებიც.
mshoblebi
ასევე იყო შემეცნებითი ხასიათის აქტივობა და სკოლამდელი აღზრდის მოსწავლეებმა აღმზრდელებს ჩააბარეს განვლილი მასალა, რაც მთელი წლის მანძილზე ისწავლეს. სამი აღსაზრდელი გავაცილეთ სკოლისკენ. სწორედ მათი ტრიო "ასრულებს"(იმიტირებულად უკრავენ ხეLნაკეთ საკრავებზე) სიმღერას "Hallelujah".
mshoblebi
ღონისძიების დასასრულს ვიყავით გერგეთის სამებაში, სადაც მამა ილარიონმა დალოცა ბავშვები და გადასცა საჩუქრები.
mshoblebi
რუსკა კილასონია

altრას ჰყვება სოფელ ყანობის ბაგა-ბაღის მასწავლებელი, რომლის მუსიკის გაკვეთილიც გაჰიტდა

alt"არც დავფიქრებულვარ, ისე დავტოვე თბილისი და ოჯახთან ერთად წავედი სოფელში" - რას ჰყვება მთიან სოფელში გადასახლებული მასწავლებელი