8 თვის დანიელ ლემონჯავა მძიმე დაავადებას ებრძვის. დანიელის დეიდის, მაგდა ჭანტურიძის თქმით, ოჯახი ზუსტ დიაგნოზს უცხოეთში გაგზავნილი ანალიზების პასუხების შემდეგ გაიგებს, თუმცა სავარაუდო დიაგნოზით, ბავშვს ღვიძლის ციროზი აქვს. დანიელის დეიდა უფრო ზუსტად გვიამბობს ბავშვის მდგომარეობისა და სამკურნალოდ საჭირო თანხის შესახებ:
- თავიდან ბავშვს სხეულზე სილურჯეები აღენიშნებოდა და სუსტად იყო. მივიყვანეთ იაშვილის კლინიკაში ჰემატოლოგთან და ისე დამძიმდა მისი მდგომარეობა, რომ რეანიმაციაში გადავიყვანეთ. ძალიან თხელი სისხლი ჰქონდა და არ უდედდებოდა. იყო იმის საშიშროება, რომ თავში გაეჟონა. უსხამდნენ სისხლის გამასქელებელს. დანიელი მკურნალობის ფონზე მოძლიერდა და ახლა უცხოეთში გვინდა გადავიყვანოთ სამკურნალოდ. გაგზავნილი გვაქვს ანალიზები და ველოდებით ზუსტ პასუხებს.
- რა თანხაა მკურნალობისთვის საჭირო?
- საოპერაციოდ 120 000 ევრო მოგვთხოვეს. გადაყვანაც ძალიან დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. ფონდების საშუალებით დღესდღეობით შეგროვებულია 7 000 ლარი. იმედი მაქვს, რომ მეტი შეგროვდება. ზუსტი დიაგნოზი საქართველოში ვერ დასვეს. ღვიძლი აქვს გადიდებული ისე, რომ მუცელში აღარ ეტევა. კუჭი დააპატარავა, ელენთას აწვება და ძალიან დიდი ტკივილები ჰქონდა ამის გამო, მაგრამ ახლა იმას მივაღწიეთ, რომ ღვიძლი არც იმატებს და არც იკლებს და ბავშვიც იმდენად აღარ წუხს.
- დედას ორსულობის პერიოდში ხომ არ ჰქონდა რაიმე პრობლემა?
-ორსულობის დროს სისხლის ნაკლებობა ჰქონდა. ვიტამინებს ვერ ღებულობდა, საჭმელსაც ვერ ჭამდა იმდენად იმიტომ, რომ ტოქსიკოზი ჰქონდა. როდესაც გააჩინა, დანიელს სისხლში რაღაც აღმოაჩნდა. 3 თვის ასაკში რეანიმაციაში მოხვდა, სისხლი გადაუსხეს. რომ გამოვიყვანეთ, კარგად იყო. ცოტა ხნის წინ გაუჩნდა სილურჯეები გამოუვიდა სხეულზე. ღია იასამნისფერი ჰქონდა მთლიანად სხეული.
- ახლა სად ხართ?
- ახლა იაშვილის კლინიკაში, ღვიძლის თერაპიულ განყოფილებაში ვართ და მიმდინარეობს კვლევა.
- ხომ არ გაქვთ გადაწყვეტილი, სად წაიყვანთ სამკურნალოდ?
- ექიმების რეკომენდაციას ველოდებით. ისრაელი, საფრანგეთი, გერმანია და თურქეთი გვითხრეს. გერმანიასა და თურქეთში გაგზავნილი გვაქვს უკვე ანალიზები და ველოდებით. იმდენად განვიცდით, რომ არ ვიცით, რა გზას ვეწიოთ. ამხელა თანხა როგორ უნდა მოვაგროვოთ. ისევ კეთილი ადამიანების იმედი მაქვს.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ:
საქართველოს ბანკი
#GE56BG0000000161813456
მიმღები: მაგდა ჭანტურიძე(დანიელის დეიდა)
აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში
21001037201
15.12.1991
თამარ იაკობაშვილი