"ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იწვოდა და როგორ ითხოვდა შველას მისი საყვარელი ადამიანი" - პროკურორის განმარტება
"ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იწვოდა და როგორ ითხოვდა შველას მისი საყვარელი ადამიანი" - პროკურორის განმარტება
შალვა გოგოლაძემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადგაზე შეასხა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იწვოდა. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ სასამართლო პროცესზე საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა.

პროკურორის განმარტებით, გოგოლაძემ ეჭვიანობის ნიადაგზე გადაწყვიტა გოგონას დაესაჯა.

„კერძოდ, მას თავდაპირველად აგინა და ხელი სახის არეში გაარტყა, შემდეგ კი, მოტყუებით წაიყვანა ბენზინგასამართსადგურზე და შეიძინა ბენზინი, მას სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლწაკიდებულს შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებიდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა”,
- განაცხადა პროკურორმა.
თავად ბრალდებულს დღევანდელ სასამართლო პროცესზე მომხდართან დაკავშირებით, პოზიცია არ დაუფიქსირებია. როგორც მისი ნათქვამიდან ირკვევა, ის უკრაინაშია დაბადებული და საქართველოში, საგარეჯოში ცხოვრობს. რაც შეეხება მის საქმიანობას, ის მშენებლობაზე მუშაობდა.

შალვა გოგოლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.

გამოძიების ინფორმაციით, შალვა გოგოლაძეს განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით - ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი გოგონა და 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში ბრალდებულმა ის გაიყვანა მისი საცხოვრებელი სახლიდან და მიაყენა
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. გამოძიების ცნობითვე, გოგოლაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,

შალვა გოგოლაძისთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
3807
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
ლაშა
0
ზიზღის შეგრძნება მეუფლება ასეთ რამეს რომ ვკითხულობ მ და ძალადობისკენ მიბიძგებს ჩემი ქვე ცნობიერი ასეთების წინააღმდეგ რათქმაუნდა დედის ტრაკი მოვსტყან ამის მე. ჩვეულებრივად შემიძლია ესეთი ადამიანები მთელი დღის განმავლობაში. ვაწამო დაბლაგული დანით და არ მოვკლა რათქმაუნდა
07:47 / 04-07-2020
ნინო-ს
0
ნინო კარგად ცომ ხარ????ღირსება თუ შეულახეს მოიშორე უღირსიჩამოიშორე,გაუშვი,მისი გაზრდილია რომ კლავს ან რატომ არ ფიქრობ რომ იმ გოგოს ასეთ ნაგავთან არ უნდოდა ცხოვრება,ღირსება შელახულია თურმე,აი შენი მსგავსი მენტალობის ქალები და კაცები ზრდიან მსგავს ნაგვებს
12:42 / 03-07-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?