ანა და დათო იმედაშვილების ოჯახი საზოგადოებამ ძალიან ახლოს გაიცნო. კარანტინის პერიოდში ხომ თითქმის მათთან ერთად ცხოვრობდა მაყურებელი. დათოს სამი შვილი ჰყავს, მათ შორის უმცროსი, პეტრე ანას და დათოს საერთო შვილია. კორონავირუსის გავრცელების პერიოდში კი წყვილმა შეიტყო, რომ კიდევ ერთი შვილის მოლოდინში არიან. ანა ორსულადაა და როგორც ირკვევა, რამდენიმე თვეში ბიჭის მშობლები გახდებიან.
დღეს ანას და დათოს საერთო შვილის პეტრეს, უფრო სწორად პეტრიკელას, როგორც დედა ეძახის, დაბადების დღეა. ორსული დედიკო ამ დღეს შემდეგი პოსტით გამოეხმაურა:
„დათოს რომ ჰკითხოთ, ლაპარაკი ისედაც ძალიან მიყვარს... მაგრამ, ეს ის მზებიჭია, ვისზე ლაპარაკიც ყვეეელაზე მეტად მიყვარს და გაუთავებლად შემიძლია.
ზუსტად ასეთია, როგორც ამ ვიდეოში: დამოუკიდებელი, მზრუნველი, არაამქვეყნიურად ემოციური და თბილი, პატარა დიდი ბიჭი...
ჩვენი პეტრიკელა უკვე 7 წლის შესრულდა. არაფრით არ მჯერა, ასე მალე რომ გაიზარდა... როგორც თვითონ მეუბნება, “არაუშავს, დე, მე შენთვის სულ პატარა ბიჭი ვიქნები”-ო. ჰოდა, ჩემო პატარა ბიჭო, ერთადერთი რამ გევალება ამ ქვეყნად - იყო სუპერ ბედნიერი, სუუუუულ. მიყვარხარ, დე “
ანას ორსულობა სულ არ უშლის ხელს იმაში, რომ კამერის წინ იპოზიოროს არამარტო თამამი ფოტოები გადაიღოს, სრულიადაც კი გაშიშვლდეს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, დათოს ყოველვის სურდა ცოლისთვის ნუდფოტოები გადაეღო, მაგრამ ანა წინააღმდეგი იყო, კომპლექსი მქონდაო - ამბობდა, მაგრამ ქმარმა კარგად „იმუშავა“ და დაარწმუნა, რომ ნამდვილად ღირდა თამამი ფოტოსესიის მოწყობა. მართლაც ორსული ანას ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
თეკლა ჟვანია