„მასტერშეფის“ სეზონებში ყოველთვის არის რამდენიმე კონკურსანტი, რომელთა გავარდნასაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. გუშინ პროექტი სწორედ ორმა ასეთმა მონაწილემ დატოვა - პაატა ჭონიაშვილმა და რამილია ალიევამ.
„პაატა დააბრუნეთ“, „პატრიკი როგორ გაუშვით?!“ - ალბათ, ასეთი კომენტარები მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, რადგან პაატა პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და დასამახსოვრებელი კონკურსანტი იყო. როგორ აფასებს თავის მონაწილეობას „მასტერშეფში“ და როგორ ეხმაურება მისი გავარდნით გამოწვეულ აჟიოტაჟს, ამით შესახებ პაატა ჭონიაშვილი თავად გვესაუბრა.
- როგორია პირველი დილა პროექტის დატოვების შემდეგ?
- საოცრება ხდება ჩემს ცხოვრებაში. იმ წამიდანვე, რაც პროექტი დამატოვებინეს, შეტყობინებები არ წყდება; ლამის, გადამეწვა მობილური. არ ვიცი, საიდან გაიგეს ჩემი ნომერი, უამრავი ადამიანი მირეკავს, ტირიან: „პაატა, გვიყვარხარ, არ წახვიდე“, არ მოვკვდი, ხალხო, ცოცხალი ვარ! მართლა ვერ წარმოვიდგენდი, ამდენ ადამიანს თუ ვუყვარდი. ისეთები მოვისმინე და წავიკითხე, რომ ვიჯექი და ვტიროდი ემოციებისგან.
- გულშემატკივრები წერენ, რომ შენ გარეშე შოუს ყურებას აღარ აპირებენ, კომენტარებისთვის მაინც დატოვეთ შოუშიო...
- მაყურებელი რომ ვიყო, აღარც მე მენდომებოდა ისეთი კონკურსანტის გარეშე შოუს ყურება, როგორიც მე ვარ. ეს ხუმრობით, თუმცა მაყურებელს რა მოსწონს „მასტერშეფში“, რატომ არის სუპერ რეიტინგული? – „პერსონელითი“, ინდივიდუალიზმი, რაც მე ნამდვილად მაქვს და დარჩენილ კონკურსანტებს აქვთ თუ არა, თქვენ უკეთ იცით.
რაც შეეხება კომენტარების გაკეთებას, ცოტა წარმოუდგენელია, მაგის გამო რომ მიმიწვიონ, მაგრამ თუ შემომთავაზებენ, რატომაც არა, დავბრუნდები.
- ელოდი, რომ შოუს ამ ეტაპზე გამოეთიშებოდი?
- არ ველოდი, მაგრამ ჟიურიმ ასე ჩათვალა საჭიროდ. ხომ ხდება ხოლმე, რომ პროფესიონალებსაც კი რაღაც ყოველთვის არ გამოსდით და ისე მოხდა, რომ კერძი ჩამივარდა. ალბათ, ცუდი დღე მქონდა.
განაგრძეთ კითხვა