„ინეტრპრესნიუსმა“ ახვლედიანის ჩვენება მოიპოვა, რომელშიც ახვლედიანი დაბადების დღეზე დაწყებულ კონფლიქტსა და შემდეგ უკვე, ხიდთან განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იხსენებს. როგორც დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, იუბილარის დაბადების დღეზე ის მეგობრებთან - გიორგი ქათამაძესთან და დიჯეი კოკო ღიბრაძესთან ერთად წავიდა.
"ჩემმა მეგობარმა, ანა გაბეჩავამ მე და ჩვენი საერთო მეგობრები - გიორგი ქათამაძე და
ჩვენ ცოტა დავლიეთ
ამის შემდეგ ჩხუბი მალევე შეწყდა და ყველანი ჩაჯდნენ ავტომანქანებში და დაიშალნენ. ჩხუბში ან მოჩხუბართა გაშველებაში მე მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან იმ ადგილზე ბნელოდა, მე არ დამინახავს სახეზე, თუ ვინ ჩხუბობდა ერთმანეთში და ვინ იღებდა მონაწილეობას გაშველებაში, არც ის დამინახავს, ვინმეს ჰქონდა თუ არა ჩხუბის შედეგად დაზიანება მიღებული. ამის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვამშვიდებდი ანა გაბეჩავას და მის მეგობარ გოგონებს, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ იქ სუფრაზე, რის შემდეგაც ზოგიერთი გოგო შევიდა შიგნით კაფე-ბარში, ხოლო ზოგიერთი იყო გარეთ ეზოში. ამასობაში, გავიდა რამდენიმე წუთი, ამის შემდეგ ადგილზე დავრჩით მე, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე, სხვა ბიჭები მე იქ არ მინახავს.
მე, გიორგი ქათამაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით სახლში და ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სანამ გამოვიდოდით, „ლიდერფუდთან“ არსებულ კიბეებთან შევნიშნეთ სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ასევე იმყოფებოდა ანა გაბეჩავას დაბადების დღის სუფრაზე. ამ სამი ახალგაზრდა ბიჭიდან ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი. მათ არანაირი სახის დაზიანების კვალი არ ემჩნეოდათ. ჩვენ ექვსივე ერთად გადავედით მცხეთა-თბილისის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის მეორე მხარეს, ანუ თბილისის მიმართულებით და დავყევით გზას ფეხით თბილისისკენ და თან ხელს ვუქნევდით ავტომანქანებს, რომ ვინმეს გაეჩერებინა ჩვენთვის და წავეყვანეთ ქალაქ თბილისში, თუმცა, ავტომანქანა არავინ გაგვიჩერა.
რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ, ქალაქ თბილისის მიმართულებით ჩვენ მდინარე არაგვის ხიდზე გადავედით თუ არა, უკანა მხრიდან დაგვეწია მოთეთრო-მოვერცხლისფრო ავტომანქანა, რომლის მარკა, სერია და ნომერი არ მახსოვს. ავტომანქანა გაჩერდა დაახლოებით, 10-15 მეტრით წინ მიმავალ ჩემ მეგობრებთან, გიორგი ქათამაძესთან და კონსტანტინე ღიბრაძესთან.
ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით, 5 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც ცემა დაუწყეს გიორგი ქათამაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი გამოიქცა ჩემკენ
უკან გამოყვნენ დანარჩენებიც და როგორც კი მოვიდნენ ჩემთან, პირველმა, რომელიც გამოიქცა ჩემსკენ და მოვიდა ჩემთან, დამარტყა ხელი სახეში და მივიღე დაზიანება ცხვირის მიდამოში და ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც მე დავინახე, რომ სხვებიც მოდიოდნენ ჩემსკენ ჩემ საცემად, რის გამოც მე და ჩემ გვერდით მყოფი კიდევ 3 ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, გავიქეცით უკან, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მცხეთის მიმართულებით.
რამდენიმე მეტრი რომ გავიქეცით, მდევრებიც გაჩერდნენ, გატრიალდნენ უკან, ჩასხდნენ თავიანთ ავტომანქანაში და წავიდნენ. ამის შემდეგ ჩვენ ისევ გავაგრძელეთ ყველამ ერთად გზა ქალაქ თბილისისკენ, ანუ მე და ჩემმა მეგობარმა გიორგი ქათამაძემ და კიდევ იმ სამმა ახალგაზრდა ბიჭმა, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე და რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, ხოლო კონსტანტინე ღიბრაძე ამ დროს იქ არ დამინახავს. მე უნდა მეკითხა გიორგი ქათამაძისთვის, კონსტანტინე ღიბრაძე სად არის-მეთქი, რა დროსაც იმავე ხიდზე როგორც კი გადავედით, ჩვენ უკანა მხრიდან დაგვეწია ავტომანქანა, რომლის ფერი, სერია და ნომერი არ მახსოვს, რადგან ვიყავი შეშინებული. აშკარად იყო სხვა ავტომანქანა. ავტომანქანა გაჩერდა ჩვენთან და როგორც კი გაიღო ავტომანქანის კარები და ავტომანქანიდან იქ მჯდომმა პირებმა დააპირეს გადმოსვლა, ჩვენ ყველა ერთად მოვტრიალდით უკან და გავიქეცით ქალაქ მცხეთის მიმართულებით.
ისინი, ვინც ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, მოგვსდევდნენ უკან და გვეძახდნენ - გაჩერდით, სად გარბიხართო და გვაგინებდნენ.
ჩვენ ყველამ ერთად ხიდზე გადავკვეთეთ გზა, გადავედით საავტომობილო გზის მეორე მხარეს და გავრბოდით. მე ხიდზე როგორც კი გადავედი, იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე, ეგრევე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები და ჯაგები და გავიქეცი იქითკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში, ხოლო სხვები თუ საით და რა მიმართულებით გაიქცნენ, არ ვიცი, რადგან იყო ღამე. მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ, დავინახე, რომ ჩემ წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი, ვინც მოგვსდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილის და შემდეგ, თუ ვინ საით გაიქცა, არ დამინახავს.
მე ჩუმად ვიჯექი და ვიმალებოდი ბუჩქებში, რა დროსაც საავტომობილო გზის მხრიდან დაახლოებით, 10 წუთი მესმოდა ძახილის ხმა - „სად გაიქეცით, გამოდითო“ და თანაც გვაგინებდნენ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, ძახილის ხმა შეწყდა, თუმცა, მე მაინც არ გამოვსულვარ ბუჩქებიდან, სადაც ვიმალებოდი დაახლოებით, 35-40 წუთი. ბოლოს, როცა დავრწმუნდი, რომ საფრთხემ ჩაიარა, მე გამოვედი ბუჩქებიდან და გამოვედი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. გზაზე რომ გამოვედი, მე დავურეკე ჩემი მობილური ტელეფონიდან ჩემს მეგობარ გიორგი ქათამაძეს მობილურ ტელეფონზე, რომლის სიმ ბარათის ნომერი არ მახსოვს და ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი, რა დროსაც გიორგი იქვე საიდანღაც ბუჩქებიდან გამოვიდა საავტომობილო გზაზე, ხოლო ის სამი ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გიორგი შაქარაშვილი, თუ სად წავიდნენ და სად იყვნენ, არ ვიცი, რადგანაც ისინი იმ დროს უკვე იქ არ ყოფილან. განაგრძეთ კითხვა