როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?

მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბა, დი­ა­რეა, მე­ტე­ო­რიზ­მი ეს ის ნიშ­ნე­ბია, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვართ. ფარ­მა­ცევ­ტულ ინ­დუსტრი­ა­ში უამ­რა­ვი მე­დი­კა­მენ­ტი ან დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბაა შექ­მნი­ლი მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ე­რი მათ­გა­ნი უძ­ლუ­რია, თუ ეს ნიშ­ნე­ბი რძის მი­ღე­ბას­თან და ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რა არის ლაქ­ტო­ზა და რა­ტომ ხდე­ბა აუ­ტა­ნე­ლი ჩვე­ნი ყოფა თუნ­დაც ასე უწყი­ნა­რი რძი­ა­ნი ყა­ვის მი­ღე­ბი­სას. კი­დევ უფრო დიდი პრობ­ლე­მაა ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა ბავ­შვთა ასაკ­ში, მა­შინ როცა ბავ­შვის ძი­რი­ტად რა­ცი­ონს სწო­რედ რძე და მას­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი შე­ად­გენს.

ლაქ­ტო­ზა ნე­ბის­მი­ე­რი ცხო­ვე­ლუ­რი რძის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტია.
ლაქ­ტო­ზა, ანუ იგი­ვე რძის შა­ქა­რი, სწო­რედ ის ნივ­თი­ე­რე­ბაა, რომ­ლის­გა­ნაც ბავ­შვი სა­ჭი­რო ენერ­გი­ის დიდ ნა­წილს იღებს. გარ­და ამი­სა ლაქ­ტო­ზა მო­ნა­წი­ლე­ობს კალ­ცი­უ­მის, თუ­თი­ის, მაგ­ნი­უ­მი­სა და რკი­ნის შე­წო­ვა­სა და ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ლაქ­ტო­ზის გა­და­მუ­შა­ვე­ბას ფერ­მენ­ტი ლაქ­ტა­ზა უზ­რუნ­ველ­ყოფს, რო­მე­ლიც წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის ლორ­წო­ვან­ში სინ­თეზ­დე­ბა. სწო­რედ ამ ჯა­დოს­ნუ­რი ფერ­მენ­ტის, ლაქ­ტა­ზის უკ­მა­რი­სო­ბა ან არარ­სე­ბო­ბა იწ­ვევს ლაქ­ტო­ზის, შე­სა­ბა­მი­სად, რძი­სა და მისი ნა­წარ­მის აუ­ტან­ლო­ბას.
mshoblebi
რო­გორც წესი ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ვლინ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რი ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა დღე­ნაკ­ლულ ბავ­შვებ­შია. წარ­მო­შო­ბის მი­ხედ­ვით ის შე­იძ­ლე­ბა იყოს პირ­ვე­ლა­დი, ეს მსოფ­ლი­ო­ში ლაქ­ტა­ზის
დე­ფი­ცი­ტის ყვე­ლა­ზე ხში­რი ფორ­მაა. ამ ტი­პის დე­ფი­ცი­ტი გე­ნე­ტი­კუ­რია და თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა. მე­ო­რა­დი ლაქ­ტა­ზის დე­ფი­ცი­ტი მოზ­რდილ ასაკ­ში ვლინ­დე­ბა და მისი მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს კუჭ-ნაწ­ლა­ვის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ხში­რი ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია ან ქი­მი­ო­თე­რა­პია. თუმ­ცა მე­ო­რა­დი ლაქ­ტა­ზის დე­ფი­ცი­ტი, რო­გორც წესი უმე­ტეს­წი­ლად დრო­ე­ბი­თია და პირ­ვე­ლა­დი და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მეს უკავ­შირ­დე­ბა. ასე­ვე არ­სე­ბობს მემ­კვიდ­რუ­ლი ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან­ვე ვლინ­დე­ბა.

თუ თქვენ ან თქვენს პა­ტა­რას რძის მი­ღე­ბი­დან ნა­ხე­ვარ სათ­ში აგეღ­ნიშ­ნე­ბათ შმ­დე­გი ნიშ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ მკვეთ­რია და რომ­ლე­ბიც არას­დროს რჩე­ბა ყუ­რე­დღე­ბის მიღ­მა:, თქვენ ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა გა­წუ­ხებთ:

  1. ნაწ­ლავ­თა კო­ლი­კა კვე­ბის დროს ან კვე­ბის შემ­დეგ (30 წუთ­ში);
  2. დი­ა­რეა ქა­ფი­ა­ნი, თხე­ვა­დი და მჟა­ვე­სუ­ნი­ა­ნი გა­ნავ­ლო­ვა­ნი მა­სე­ბით (დღე­ში 10-12-ჯერ). 10%-თან პა­თო­ლო­გია შე­საძ­ლოა ყაბ­ზო­ბით გა­მოვ­ლინ­დეს;
  3. მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბა და აი­რე­ბის დაგ­რო­ვე­ბა. წე­სი­სა­მებრ, ამ დროს ბავ­შვებს მადა კარ­გი აქვთ, ხარ­ბად წო­ვენ ძუ­ძუს, მაგ­რამ კვე­ბის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში იწყე­ბენ ტი­რილს, თავს ანე­ბე­ბენ ძუ­ძუს წო­ვას და ფე­ხე­ბი მუ­ცელ­თან მი­აქვთ;
  4. ნაწ­ლავ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ხმი­ა­ნო­ბა, ყურ­ყუ­რი;
  5. წა­მო­ქა­ფე­ბა;
  6. მძი­მე შემ­თხვე­ვებ­ში – წო­ნის კლე­ბაც კი...

ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია ცხო­ვე­ლურ რძე­სა და მის პრო­დუქ­ტებს ბავ­შვთა კვე­ბა­ში. მათ­თვის რძე ან მას­ზე და­ამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი თით­ქმის ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონს შე­ად­გენს. ექიმ­თან ვი­ზი­ტი­სა და დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის შემ­დეგ ასეთ პა­ცი­ენ­ტებს, რო­გორც წესი რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტე­ბის: ყვე­ლის, ხა­ჭოს, მაწ­ვნის, ბი­ფი­დო­ბაქ­ტე­რი­ე­ბის შემ­ცვე­ლი იო­გურ­ტე­ბის მი­ღე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი აქვთ, მა­შინ, როცა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თოდ უა­რის თქმა უწევთ ცხო­ვე­ლურ რძე­ზე და მის მიერ მო­ტა­ნილ სი­კე­თე­ზე. სწო­რედ ამ ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა რძის წარ­მო­ე­ბა­ში „ულაქ­ტო­ზო რძის „ წარ­მო­ე­ბა. ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დის წყა­ლო­ბით „პარ­მა­ლა­ტის“ ულაქ­ტო­ზო რძის წყა­ლო­ბით ერ­თდრო­უ­ლად შეგ­ვიძ­ლია მოვხსათ ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა პრობ­ლე­მა და ამავდრო­უ­ლად ვი­სარ­გებ­ლოთ ცხო­ვე­ლუ­რი რძის ყვე­ლა კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბით. „პარ­მა­ლა­ტის“ ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის წყა­ლო­ბით, ლაქ­ტო­ზას მო­ლე­კუ­ლე­ბი მარ­ტი­ვად შე­წო­ვად სა­ქა­რი­დე­ბად იშ­ლე­ბა, თუმ­ცა რძე ინარ­ჩუ­ნებს მის კვე­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბას და იგი მდი­და­რია ცი­ლე­ბით, კალ­ცი­უ­მით, ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და ყვე­ლა იმ აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით, რო­მელ­თა მი­ღე­ბა­ზეც და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვე­ნი და ჩვე­ნი პა­ტა­რას ჯან­მრთე­ლო­ბა.
mshoblebi
R
118
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?