რამდენიმე დღის წინ მამაკაცმა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგონას ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. გოგონა დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მისი ამჟამინდელი მდგომარეობის გასარკვევად დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს, გუგა ქაშიბაძეს დავუკავშირდით.
"ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აქვს. მას სხეულის 37% აქვს დამწვარი.დამწვრობითი შოკიდან გამოვიდა, ვემზადებით ეტაპობრივი საკუთარი კანის გადანერგვისთვის. რამდენიმე ოპერაცია სჭირდება და იქითა კვირიდან დავიწყებთ. ჯერჯერობით მკურნალობას დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს." - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
როგორც ცნობილია, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თამარ იაკობაშვილი