"სიმსივნე ჩემს ბავშვს აწამებდა და ნელ-ნელა ახრჩობდა... თითქოს წამებისთვის გავაჩინე" - პატარა ალექსის დედა პოსტს აქვეყნებს
 "სიმსივნე ჩემს ბავშვს აწამებდა და ნელ-ნელა ახრჩობდა... თითქოს წამებისთვის გავაჩინე" - პატარა ალექსის დედა პოსტს აქვეყნებს
ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილი ალექსი, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
სპეციალურად ალექსის დასახმარებლად შექმნილ ჯგუფში ალექსის დედა, ნატალი ღვედაშვილი სტატუსს აქვეყნებს:

„დღეს ალექსი 1,5 წლის გახდა. მიყვარხარ ბასუნაა. შენი კანი მენატრება, შენი თმა და სუნი მენატრება, თითები( მაგრამ შენს ტანსაცმელს ვეფერები) რაც რეანიმაციაში იწექი ეს 1 კვირა, ყოველდღე მოვდიოდი და გეფერებოდი, ყურში გელაპარაკებოდი ათას სამოტივაციო და თბილ სიტყვას, შენს ნატანჯ სხეულის ყველა უჯრედს ვეფერებოდი, ჩემთვის ყოველი რეანიმაციაში ასვლა ჯოჯოხეთში შესვლას უდრიდა, მართლა ჯოჯოხეთია ბავშვთა რეანიმაცია - იქ ბავშვები
კი არა, თითქოს უცხოპლანეტელები წვანანო, უფორმო, ავადმყოფობისგან დამახინჯებული ბავშვები.

ალექსიც შეცვლილი იწვა, ვერ ვცნობდი მის შეშუპებულ სახესა და სხეულს, მისი ნეკნები იმტვრეოდა და გაწეული იყო სიმსივნის სიდიდისგან, კანი ასკდებოდა და ვენები ეტყობოდა, სუნთქვა უჭირდა და ზოგჯერ გმინავდა. ეს სიმსივნე ჩემს ბავშვს აწამებდა და ნელ-ნელა ახრჩობდა. ეს სურათი მეხსიერებიდან და თვალებიდან აღარ გამოვა, ამის დანახვა არ შეიძლება, ფსიქიკა შეგერყევა ადამიანს, ცოფიანებივით ჩამოვდიოდით რეანიმაციიდან.

ამ სიმსივნეს ვემუქრებოდი, გაანებე თავითქო ალექსის, ნუ იზრდები, ფილტვებს ნუ უკეტავ, მის გულს არ შეეხოთქო, არ გაბედოოოოოოოოოოო!!! მაგრამ მაინც არ შეაჩერა ზრდა და საათობრივად მრავლდებოდა. ბევრი ვიბრძოლეთ.
მეც ალექსისთან ერთად ვმკურნალობდი, მეც ვიკეთებდი ქიმიებს, ერთად გვტკიოდა, მეც მოვკვდი მასთან ერთად...

ალექს, გვაპატიე, მაპატიე, რომ ვერ წაგიყვანე სახლში ჯანმრთელი, როგორც გპირდებოდი. მაპატიე, რომ გატკინეს და ვერ დაგიცავი. თითქოს მაყურებინეს ბავშვზე ძალადობას, თითქოს წამებისთვის გავაჩინე, არადა შენი ერთი ცრემლის დანახვაც არ შემეძლო... შენი ტირილი ეხლაც ჩამესმის და უკიდეგანოდ მტკივაა!!! როგორი შემართებით ვიყავით, როგორ გვჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით. ჩემო სიყვარულიკა ბაა, სიხარული ბაა, სიცოცხლე ბააა, ისევ ესე როგორ მოგეფერო?! როგორ?! ამდენი ხალხი შენს დაბადების დღეზე უნდა მოსულიყო ახლა, ან რომ დაიბადე საერთოდაც მაშინ და არა, ახლა და არა ასე, არაააააა!!! ოღონდ ასე არაააააააა! არ მჯერა და ვერც დავიჯერებ ამ კატასტროფა სცენარს, ასე მგონია დადგმაა რაღაც ან დამცინიან, ან სიზმარში ვარ და ვერაფრით ვეღარ გავიღვიძე ამ კოშმარიდან“ - წერს პატარა ალექსის დედა, ნატალი.
2003
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?