"ძიძას გადმოუვარდა... ბავშვი, ბავშვიო, ყვიროდა" - რას ამბობენ მეზობლები უბედურ შემთხვევაზე, რომლის დროსაც მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა
"ძიძას გადმოუვარდა... ბავშვი, ბავშვიო, ყვიროდა" - რას ამბობენ მეზობლები უბედურ შემთხვევაზე, რომლის დროსაც მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა
მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადავარდა, კვლავ მძიმეა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, მცირეწლოვანს ამ წუთებში კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება.

"მდგომარეობა შემოსვლის წუთიდან ძალიან მძიმე იყო. ბავშვი ისევ საოპერაციოშია შეყვანილი, ქალატვინის ტრავმა, ტრამვული შოკი იყო და დილით ისევ საოპერაციოში შეიყვანეს, ოპერაციას ნეიროქირურგი აკეთებს", - აცხადებს ჩხაიძე.

გუშინ, თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც
გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. იხილეთ ვიდეო
7982
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?