"სავარაუდოდ, ვინც მისდევდნენ, დაეწივნენ, სცემეს და გადააგდეს წყალში" - რას ყვება შაქარაშვილის ბიძა "მთავართან" საუბარში
"სავარაუდოდ, ვინც მისდევდნენ, დაეწივნენ, სცემეს და გადააგდეს წყალში" - რას ყვება შაქარაშვილის ბიძა "მთავართან" საუბარში

"ვინც მის­დევ­დნენ, ისი­ნი და­ე­წივ­ნენ, სცე­მეს და გა­და­აგ­დეს წყალ­ში" - ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძამ, ზურა ონაშ­ვილ­მა "მთა­ვარ­თან" სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, გი­ორ­გი წყალ­ში არ შე­ვი­დო­და, რად­გან მას წყლის შიში ჰქონ­და.

"თა­ვი­დან­ვე, ეჭვი მე­პა­რე­ბო­და, რომ გი­ორ­გიმ იქ ჩა­ირ­ბი­ნა და ჩან­თა დადო. იმი­ტომ რომ ეგრე ჩან­თა არ და­ი­დე­ბა იქ, თუ ვი­ღა­ცამ არ დადო. გაქ­ცე­უ­ლი ბავ­შვი ჩხუ­ბის დროს გარ­ბის, მო­საკ­ლა­ვად მის­დე­ვენ და ჩან­თა და­დოს, ეგრე არ ხდე­ბა, ეგრე ლა­მა­ზად და კარ­გად, რო­გორც არის და­დე­ბუ­ლი ის ჩან­თა?

მე­ო­რე შე­კი­თხვა მაქვს, არ მჯე­რა გა­მო­ძი­ე­ბის,
აქამ­დე უნდა და­ე­დოთ დას­კვნა, ელე­მენ­ტა­რუ­ლი, ერთი მა­ინც, თუ ყვე­ლას, რო­მე­ლი­მეს უნდა პრო­ცე­დუ­რა ათი დღე და შვი­დი დღე და თხუთ­მე­ტი დღე. რა­ღა­ცას ხომ უნდა ხუთი დღე, აი იმ ხუთი დღის დას­კვნა მაჩ­ვე­ნონ. ჩემი აზ­რით, ბავ­შვი არის ნა­ცე­მი და გა­დაგ­დე­ბუ­ლი წყალ­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, ვინც მის­დევ­დნენ, ისი­ნი და­ე­წივ­ნენ, სცე­მეს და გა­და­აგ­დეს წყალ­ში. იმი­ტომ, რომ ჩან­თა დევს ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოდ.

წყალ­ში, რამ­დე­ნი ხანი იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი? რო­დის ჩა­აგ­დეს წყალ­ში? ხომ შე­იძ­ლე­ბა, ამის დად­გე­ნა, ხომ ად­ვი­ლია. გი­ორ­გი წყალ­ში არ შე­ვი­დო­და იმი­ტომ, რომ წყლის ძა­ლი­ან ეში­ნო­და" - ამ­ბობს შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბიძა ზურა ონაშ­ვი­ლი "მთა­ვარ­თან" სა­უბ­რი­სას.
949
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?