"რა საჭმელს აკეთებდი? ბავშვი გყავს ჩაბარებული... არ უნდა გასამართლდეს ძიძა?!"
"რა საჭმელს აკეთებდი? ბავშვი გყავს ჩაბარებული... არ უნდა გასამართლდეს ძიძა?!"
3 წლის ბავშვი, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ძიძასთან იმყოფებოდა, როცა ეს უბედური შემთხვევა მოხდა. შემთხვევას ექსკურსიის დროს გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დედაც გამოეხმაურა:
"ახლა ცივი გონებით განსაჯეთ:
მოხდა უბედური შემთხვევა(ბავშვი გადმოვარდა ფანჯრიდან) გლდანში.
სამი წლის ბავშვი ძიძასთან დატოვეს მშობლებმა ანუ ჩააბარეს. მანაც იცის, თუ რა საპასუხისმგებლო საქმეზე მიდის.
რა თქმა უნდა, ეს არ უნდოდა. რა თქმა უნდა, საშინელ მდგომარეობაშია ახლა ძიძა და ღმერთმა დაიფაროს, რომ გარდაიცვალოს ბავშვი, ვინ აგებს პასუხს?!
რა საჭმელს აკეთებდი? ბავშვი გყავს
ჩაბარებული. ჩამოუარე ყველა ფანჯარას, კარს, დაისვი სამზარეულოში....
გეუბნებით, უბედური შემთხვევების მეტი წილი უყურადღებობით ხდება!
არ უნდა გასამართლდეს ძიძა?! ცოდოა - ვთქვათ და განვაგრძოთ ცხოვრება.
სხვისი ჭირი რატომ ვიდარდოთ? იმ მშობლების ადგილზე დადექით აბა, ერთი წამით? ეს მის ჯანმრთელობაზე ყოველთვის აისახება" - წერს ლანა ნიკოლეიშვილი.
41088
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
*)
1
ძიძას აიყვანენ მაგრამ სახლშიც ყველაფერს ავალებენ საჭმელი გაამზადე დაალაგე უბორკა გააკეთე ბავშვსაც მიხედე ერთ დროულად ყველაფერს აკეთებინებენ
00:31 / 08-07-2020
...
4
ძიძა კიარ უნდ აგასამართლდეს, მშობელი რო ქირაობს ძიძს მას ბავშვის გარდა არაფერი არ უნდა ევალებოდეს. იქ საჭმელი იქ დალაგება და ათასი რამ, დედასაც გაქცევია ბევრს და დაღუპვია ბავშვი ესე, რა თქმა უნდა საშინელება მოხდა, იმედია გამოჯანმრთელდება ბავშვი, მაგრამ შვილს რომ ანდობ ძიძას უნდა კარად სარჩიო კადრი
12:49 / 07-07-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?