"7 წლამდე ჯანმრთელად იზრდებოდა, არაფერი აწუხებდა... მას მერე არც სიმაღლეში იმატებს, არც წონაში..." – 18 წლის მანანიკოს ამბავი - მშობლები

"7 წლამდე ჯანმრთელად იზრდებოდა, არაფერი აწუხებდა... მას მერე არც სიმაღლეში იმატებს, არც წონაში..." – 18 წლის მანანიკოს ამბავი

2020-07-06 08:04:01+04:00

18 წლის მანანიკო ღვინჯილიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის 7 წლის ასაკიდან ებრძვის ღვიძლის მძიმე დაავადებას, ოპერაციისთვის კი დიდი თანხაა საჭირო. მანანიკოს მამა, იაგო ღვინჯილია გვიყვება შვილის მდგომარეობის შესახებ:

mshoblebi

- ბავშვს 7 წლის ასაკიდან შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. ეს გამოიხატებოდა ქვედა კიდურებიდან სისხლჩაქცევებით, რომელიც თავისით ქრებოდა და მერე ისევ, პერიოდულად, ჩნდებოდა. მივმართეთ ექიმებს, გაგვაგზავნეს თბილისში და მიუხედავად იმისა, რომ თბილისის წამყვან საავადმყოფოებში გვყავდა, დიაგნოზის დადგენა 10 წლის ასაკამდე ვერ მოხერხდა. 10 წლის ასაკში, როცა უკვე ღვიძლი გადიდდა, ღვიძლის დაავადებაზე მიიტანეს ეჭვი და შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ აუტოიმუნური ჰეპატიტისგან გამოწვეული ღვიძლის ციროზი ჰქონდა. ბევრი ვიწვალე, მაგრამ ახლა ისეთი მდგომარეობა გვაქვს, ღვიძლი დიდდება, ელენთა ზომაზე გაცილებით დიდია და სჭირდება ღვიძლის გადანერგვა. მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით. 120 000 ლარი ჯდება ოპერაცია ბათუმში. დონორი ვიქნებით ან მე ან დედა, მაგრამ სახელმწიფოსგან, ჩემდა საუბედუროდ, მხოლოდ 10 000 ლარი გვიფინანსდება. პროცესი მწვავდება, ნელ-ნელა მოსალოდნელია ენცეფალოპათია, კომა და ფატალური შედეგი. გუშინ შეუსრულდა 18 წელი. 30-32 კილოა. რაც იყო 7 წლის ასაკში, დაავადება რომ გამოჩნდა, იმის მერე არც სიმაღლეში და არც წონაში არ იმატებს. ძვალი არ იზრდება. დაავადებების მთელი ბუკეტი გვაქვს.

-ახლა საავადმყოფოშია?

- ახლა სახშლი მყავს, მაგრამ, საუბედუროდ, ფინანსურადაც და ფსიქოლოგიურადაც ისე დავეცით, რომ წამლებს, სიმპტომური მკურნალობისთვის რაც სჭირდება და აუცილებელია, იმასაც ვეღარ ვაკმაყოფილებთ. ადრე "ჩერნოვეცკის ფონდი" გვეხმარებოდა. არ დაგვიტოვებია საქართველოში არც ერთი ექიმი, რომ არ გვეცადა რამე. სამწუხაროდ, არ გვქონდა იმის საშუალება, რომ საზღვარგარეთ წაგვეყვანა. ახლა უკვე იქამდეა საქმე მისული, რომ ღვიძლის გადანერგვა შველის მარტო. გერმანიაში გავაგზავნეთ ანალიზები და იქედან მივიღეთ დიაგნოზზე პასუხი.

- თავიდან რაიმე პრობლემა ხომ არ ჰქონია?

- 7 წლის ასაკამდე ბავშვი ჯანმრთელად იზრდებოდა, არაფერი აწუხებდა. ორი ძმა ჰყავს. არაფერი სჭირდა და ამას ვერავინ დამწამებს, რომ მაშინ რაიმე გამომრჩა. როცა პირველი ნიშნები გამოჩნდა, სისხლჩაქცევების სახით, 4-5 დიაგნოზი მაინც დაგვისვეს და ცდილობდნენ მკურნალობას, მაგრამ როცა დიაგნოზი არასწორია, მკურნალობას შედეგი როგორ ექნება.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ადგილას, ბავშვს დამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობებიც კი არ აქვს. წალენჯიხის რაიონის სოფელ მიქავაში ვცხოვრობთ. გზა ჩვენ არ გვაქვს, სასწრაფო ვერ მოდის. მე და ჩემი ორი ბიჭი თოხით ხელში ქუჩა-ქუჩა ადამიანების ოჯახებში დავდივართ. ბავშვებს ბავშვობა არ უნახავთ, თამაში რა არის, არ იციან. იციან მარტო მუშაობა, ყანა და ვენახი.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ:

თიბისი ბანკი:

GE34TB7319436080100002 GEL

GE78TB7319436180100002 USD

GE08TB7319436180100001 EUR

საქართველოს ბანკი:

GE10BG0000000667885400 GEL

GE10BG0000000667885400 USD

GE10BG0000000667885400 EUR

მიმღები: ფონდი სიკეთის კვალი

დანიშნულებაში მიუთითეთ: მანანიკოს გადასარჩენად

საქველმოქმედო ზარის განხორციელება შესაძლებელია საქართველოდან ჯეოსელის, მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის - დარეკეთ 0 901 700 177 (ზარის ღირებულება 1 ლარი )

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მამას - 574 17 03 94, იაგო

თამარ იაკობაშვილი