ლეგენდარული ქართველი მეცენატის შესახებ მაშინ საზოგადოებამ ერთადერთი ის იცოდა, რომ ხელოვან ადამიანებს დახმარებას წლების მანძილზე ურიცხავდა და ასევე საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გაიცნო საზოგადოებამ რეპერი ბერა ივანიშვილი და დღემდე, ის ერთადერთი გამონაკლისია მილიარდელის ოჯახიდან, ვისი ცხოვრების შესახებაც თითქმის ყველაფერია ცნობილი.
ივანიშვილის კიდევ სამი შვილის შესახებ კი საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის, გარდა იმისა რომ გვანცას უყვარს ასტროლოგია, ცოტნე კარგად ხატავს და უტა ევროპაში ცხოვრობს.
ამჯერად გადავწყვიტეთ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალესანდრე ივანიშვილის საინტერესო ცხოვრების შესახებ მოგიყვებთ.
რამდენიმე წლის წინ, როდესაც "ქართული ოცნება", როგორც პარტია პოპულარობის პიკზე იყო ალექსანდრე ივანიშვილი სკანდალში გაეხვა. ერთ დღეს ქართულ მედიას, ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ქალბატონი მზია ხინჩაგაშვილი დაუკავშირდა და ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას წლების წინ ალექსანდრე ივანიშვილისგან გოგონა თეონა შეეძინა.
ქალის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალექსიმ შვილი ოფიციალურად არ აღიარა, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით დედა-შვილს წლების მანძილზე ფულს უხდიდა და თბილისში ბინაც უყიდა. ამის შემდეგ უკვე დედა თეონას კანონიერ შვილად ცნობას და ივანიშვილების გვარს ითხოვდა.