ოპერის მომღერალ ნინო სურგულაძეს ტყუპი ქალ-ვაჟი ერთი თვის წინს შეეძინა. პატარებს მშობლებმა ნატალია და ზაქარია დაარქვეს.
მომღერალი ბავშვებთან ურთიერთობით გამოწვეულ სიხარულს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს. ამჯერად კი პატარა ნატალიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა "ინსტაგრანზე".
ცნობისთვის, ფეხმძიმობის ამბავი ნინომ გასული წლის დეკემბერში გაასაჯაროვა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი თუ ვინ იყო მისი რჩეული. ის იურისტი გიორგი ინწკირველია, რომელიც ცნობილი იურისტისა და მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის გივი ინწკირველის შვილიშვილია.