ილო ბეროშვილს და ანი ბებიას შვილი შეეძინათ. წყვილისთვის ახალშობილი პირველი საერთო შვილია, ილოს წინა ქორწინებიდან ორი გოგონა ჰყავს.
"ვაპირებ, ძიძის გარეშე გავზარდო ბავშვი და ყველგან თან ვატარო..." - აღნიშნა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ორსულმა ანი ბებიამ.
ვაჟს ჯერი დაარქვეს, ამის შესახებ ანიმ "მთავარი არხის" ეთერში ჯერ კიდევ ორსულობის დროს განაცხადა, როცა ბავშვის სქესი გაამხილა:
"არ ექნებოდა მნიშვნელობა, გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, ჩემი გადაწყვეტილებით ვარქმევ ჯერის".