ბავშვებთან ერთად ზღვაზე დასვენება - თითქოს, ეს ფრაზა უკვე დამღლელ პროცესთან ასოცირდება, როცა რეალურად, მოდუნება და გართობა გვჭირდება, თუმცა შეგვიძლია, ყველაფერი ისე დავგეგმოთ, რომ ჩვენც და პატარებმაც დრო სასიამოვნოდ გავატაროთ.
უცხო გარემოში მოხვედრისას შეიძლება, ბავშვებს მეტი ყურადღება დასჭირდეთ, თუმცა ეს პროცესი დამღლელი არ იქნება, თუ უსაფრთხო და მათზე ადაპტირებულ სასტუმროში წავიყვანთ.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომ ჩვენც და ბავშვებმაც ზაფხული სასიამოვნოდ გავატაროთ:
მოგეხსენებათ, შესაძლებელია, ხანგრძლივ გზაზე ბავშვებს იმაზე მეტი საჭიროება ჰქონდეთ, ვიდრე უფროსებს. შეიძლება, შეწუხდნენ, გადაიღალონ და ხშირად მოგვიწიოს ავტომობილის შეჩერება.
ასევე, ხალხმრავალ სადგურებზე ბარგისა და ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევა, მათი ტრანსპორტში მობილიზება, გზაში იმაზე ზრუნვა, რომ ჭირვეულობა არ დაიწყონ, საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, თუ შესაძლებლობა გვაქვს, უმჯობესია, ოჯახი დაქირავებული ან კერძო ავტომობილით წავიყვანოთ დასასვენებლად.
სასტუმროს დაჯავშნამდე პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიკითხოთ აქვთ თუ არა ბავშვებზე მორგებული გარემო, დაცულია თუ არა უსაფრთხოება, არის თუ არა ობიექტზე ბავშვისთვის საფრთხისშემცველი ნაგებობა და ა.შ.
მეტი მყუდროებისთვის შეგვიძლია, ბუტიკის ტიპის სასტუმრო შევარჩიოთ, სადაც ინდივიდუალურ მომსახურებაზეა ყურადღება გამახვილებული და თითოეული დამსვენებელი თავს ისე გრძნობს, თითქოს სასტუმროში მხოლოდ თავად იმყოფება.
ბუტიკის ტიპის სასტუმროები თითოეული მომხმარებლის ყველა საჭიროების დაკმაყოფილებაზე არიან ორიენტირებული და მათ შორის, ბავშვებთან დაკავშირებით, შეგვიძლია, მათ უმეტესობას სრულად ვენდოთ.
მაგალითად, ბათუმში მდებარე ბუტიკის ტიპის სასტუმროში "ტაპი რუჟი" განმარტავენ, რომ არათუ უსაფრთხოების ზომები, არამედ კოსმეტიკაც კი, რომელიც სასტუმროშია წარმოდგენილი, უმაღლესი ხარისხის, ჰიპოალერგიულია და ნებისმიერი ასაკის ბავშვზეა მორგებული.
შესაბამისად, სასტუმროში ჩასვლამდე ასეთი მცირე დეტალების დაზუსტებაც რეკომენდებულია.
როგორც წესი, მცირეწლოვანი ბავშვები დილით ჩვენზე ადრე იღვიძებენ. წარმოიდგინეთ, თუ ისინი დილის 08:00 საათზე გაიღვიძებენ, ჩვენ მოგვიწევს, 07:00 საათზე ავდგეთ, რომ საუზმე მოვუმზადოთ. ამიტომ არის აპარტამენტის დაქირავება ნაკლებად ხელსაყრელი. თუნდაც საუზმეს სახლში არ ვამზადებდეთ, მაინც დილით ადრე მოგვიწევს კომფორტის ზონის დატოვება და მიმდარებარედ კაფეს ან რესტორნის მოძებნა, შესაბამისად, შვებულების დროს გამოძინებასთან დამშვიდობება მოგვიწევს.
ისევ "ტაპი რუჟის" მომსახურების სტანდარტს რომ მივუბრუნდეთ, სასტუმრომ გამოძინების მსურველი მშობლების შემთხვევებიც გაითვალისწინა და შესაძლებელია დილით, როგორც საერთო რესტორანში, ისე ნომერშიც მიიღოთ მომსახურება და საკვებად დილით ადრე არ დატოვოთ ნომერი.
სეირნობა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, უფრო მეტი დრო მიაქვს. სანამ განთავსების ობიექტიდან ზღვამდე მივაღწევთ, შეიძლება, მზე ზენიტში მოექცეს და გარუჯვა საფრთხისშემცველი გახდეს, რაც ბავშვების შემთხვევაში განსაკუთრებით გასათვალისწინებელია.
ზღვასთან ახლოს მდებარე სასტუმროდან კი საუზმის შემდეგ სულ რამდენიმე წუთში გავალთ სანაპიროზე და დილის მზეს მივეფიცხებით.
ბავშვებს რომ ნახევარ ან მთელ დღეს ერთ ოთახში ვერ გაატარებინებ, ალბათ ამაში ყველა ვთანხმდებით. მათ სჭირდებათ საინტერესო გარემო და გასართობი ობიექტები ან აქსესუარები, რაც მათ ყოველდღიურობას საინტერესოს გახდის.
სასტუმროს ადგილმდებარეობაც და მისი სერვისებიც ამის მიხედვით უნდა შევარჩიოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხშირ შემთხვევაში, ბუტიკის ტიპის სასტუმროები საუკეთესო ვარიანტია, რადგან როგორც ნომერში, ისე მის გარეთ, ბავშვების საჭიროებებიც გათვალისწინებულია. როგორც წესი, ასეთი ტიპის და მაღალი კლასის სასტუმროები, გამოირჩევა საუკეთესო მდებარეობით.
სამუშაო დღეებში რამდენჯერ გინატრიათ, შაბათ-კვირა მალე მოსულიყო, რომ ბავშვებისთვის მეტი დრო დაგეთმოთ? ახლა სწორედ ის დროა და ეცადეთ, ის როგორც თქვენთვის, ისე თქვენი შვილებისთვის დაუვიწყარი გახადოთ.